მწვრთნელმა ხელმძღვანელობას ამის გამო სასტიკი საყვედური უთხრა. სამაგიეროდ, იტალიელს გვერდში დაუდგა გულშემატკივარი, რომელმაც დირექტორატს, რბილად რომ ვთქვათ, მანუელ პელეგრინის ერთ ადგილას გაკვეხება შესთავაზა.
მატჩის სადავეები "უიგანს" პირველიდან ბოლო წუთამდე ხელთ ეპყრა. განსაკუთრებით აქტიურობდა კალუმ მაკმანამანი, ვისაც რამდენჯერმე შეეძლო თავის გამოჩენა. კარგი მომენტი ვერ გამოიყენა კარლოს ტევესმაც. მან ხოელ რობლესი თითქოს მოძრაობაზე დაიჭირა, მაგრამ გოლკიპერმა
83-ე წუთზე ანდრე მარინერმა პაბლო საბალეტას მაკმანამანის წინააღმდეგ უხეშობა არ აპატია და მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. ამ ეპიზოდს მცირე გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა ბენ უოტსონმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით ჯო ჰარტის კარში მიუჩინა ადგილი.
მატჩის შემდგომ
რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი): "დავრჩები თუ არა? მარცხი ჩემს გეგმებში არაფერს ცვლის. წაგებამ გული გვატკინა. განსაკუთრებით, გულშემატკივრების გამო ვნერვიულობთ. ურთულესი სეზონი იყო. ძირითადად, პრემიერლიგის მოსაგებად ვიყავით შემართულნი, რაც ვერ მოვახერხეთ; გვქონდა შანსი, თასზე გვემარჯვა, მაგრამ ისიც გავუშვით ხელიდან. ძალიან რთულია ასე უცბად წაგების მიზეზების გააზრება".
რობერტო მარტინესი (უიგანი): "ნახეთ, როგორი გოლი გავიტანეთ? ბიჭები ხომ ამ დროს უკვე დამატებით დროზე ფიქრობდნენ. წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირში გამარჯვების გამო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად გახარებულები არიან ჩვენი გულშემატკივრები. ძალიან დიდი ხანი მხოლოდ ვოცნებობდით ამ დღეზე და აი, ის უკვე რეალობაა. შესვენებაზე ბიჭები ცუდ ხასიათზე იყვნენ, რადგან მეტოქეზე უკეთ თამაშობდნენ და ხელსაყრელი მომენტები გაუშვეს ხელიდან, თუმცა მათ დანებება არ სჩვევიათ. "უიგანი" გამარჯვების ღირსი იყო. განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ სიტყვების თქმა "მანჩესტერ სიტისთან" თამაშის შემდეგ".
სიტი-უიგანი 0:1
გოლი: 0:1 უოტსონი (90+1)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ბარი (90+2. ჯეკო), ი. ტურე - ნასრი (55. მილნერი), დ. სილვა, ტევესი (69. როდუელი) - აგუერო
უიგანი (3-4-3): რობლესი - ბოისი, შარნერი, ალკარასი - მაკარტური, გომესი (81. უოტსონი), მაკარტი, ესპინოსა - მაკმანამანი, მელონი, კონე
გაფრთხილება: საბალეტა, ნასტასიჩი, ბარი - რობლესი
გაძევება: საბალეტა (83)
მაყურებელი: 86 254
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მეორე ფინალი მეორე მანჩესტერთან