პრემიერლიგა. XXXVII ტური: მშვიდობით, სერ! [VIDEO]

AutoSharing Option
ლეგენდარულ მწვრთნელს მხოლოდ 90 წუთი დარჩა პენსიამდე და როგორც ის გადავსებულ "ოლდ ტრეფორდს" შეპირდა, ამის მერე ის მხოლოდ მაყურებლის რანგში მიადევნებს თვალს გუნდის გამარჯვებებს.

შოტლანდიელთან ერთად "იუნაიტედს" გამოეთხოვა პოლ სქოულზიც, თუმცა ეს ფაქტი ფერგის დიდ ჩრდილში მოექცა. აი, რა თქვა მან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში:

"მინდა, მადლობა ვუთხრა "მანჩესტერ იუნაიტედს". ცალკე არავის აღვნიშნავ, ყველას ერთად გეუბნებით ამას, ვინც შეადგენთ ამ მოვლენას. ეს თქვენ იყავით ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა. მწვრთნელობიდან ჩემი წასვლა არ ნიშნავს კლუბში ჩემი არსებობის დასასრულს. ამიერიდან შემეძლება, უფრო მეტი სიამოვნება
მივიღო, ვიდრე ტანჯვა გამოვცადო. მინდა, ყველას ვთხოვო, ვინც გვერდში მედგა: დროა, ახალ მწვრთნელსაც ასევე ამოუდგეთ მხარში. მადლობა ყველა თქვენგანს ფერგიუსონების ოჯახის სახელით. ჩემი თერთმეტი შვილიშვილიდან ყველა აქ არის. მადლობა, მადლობა!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლამპარდის რეკორდი
2013 წლის 17 აპრილს, "ფულჰემთან" 29-ე ტურში, ფრენკ ლამპარდმა მე-600 შეხვედრა ჩაატარა "ჩელსის" რიგებში. ერთ თვეზე ცოტა ნაკლებ დროში კი, ფრენკის კარიერაში კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა: 11 მაისს, "ასტონ ვილასთან" მან დუბლი შეასრულა და 203 გოლით ლონდონური კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დაგვეთანხმებით, ნახევარმცველისთვის მსგავსი შედეგი ძალიან იშვიათია. აი, რა თქვეს მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდების თავკაცებმა:

რაფა ბენიტესი: "ლამპარდის რეკორდი შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის. ის მთელი კარიერის განმავლობაში თავაუღებლად შრომობდა ამის მისაღწევად. მიხარია ფრენკის წარმატება, მით უფრო, რომ დუბლით მან 3 ქულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოგვიტანა. "ვილამ" დღეს კარგად ითამაშა. ვიცოდით, რომ თუკი ისინი თამაშის რიტმის კონტროლს შეძლებდნენ, პრობლემებს შეგვიქმნიდნენ. მას შემდეგ კი, რაც მოედანზე 10/10-ზე დავრჩით, მეტი სივრცე მივიღეთ და გამოვიყენეთ კიდეც. სამწუხაროა, რომ ტრავმებს ვერ გადავურჩით. ტერიმ კოჭ-წვივის სახსარი დაიზიანა, აზარმა - მუხლქვეშა მყესი".

პოლ ლამბერტი: "ლამპარდის რეკორდი ბრწყინვალე შედეგია. შეუძლებელია, აქ ორი აზრი არსებობდეს. ის წლების განმავლობაში ამტკიცებდა საკუთარ კლასს. შუახაზელისთვის მსგავსი შედეგიანობა ფენომენალურია. რაც შეეხება თამაშს: ვფიქრობ, მსაჯობა ძალიან სუსტი იყო, რამაც შეხვედრის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XXXVII ტური

ასტონ ვილა-ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 ბენტეკე (15), 1:1 ლამპარდი (61), 1:2 ლამპარდი (88)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ლიშაი, ვლაარი, ბეიკერი, ჯ. ბენეტი - დელფი, ვესტვუდი, სილა - აგბონლაჰორი, ვაიმანი, ბენტეკე
ჩელსი (4-4-1-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი (75. ივანოვიჩი), ე. კოული - რამირესი, ლამპარდი - მოზესი (47. ლუისი), მატა, აზარი - ბა (88. ტორესი)
გაფრთხილება: ბეიკერი, ბენტეკე - რამირესი, ტერი, ლამპარდი
გაძევება: ბენტეკე (58) - რამირესი (45)
კარში დარტყმა: 12-11 (7-8) კუთხური: 6-7 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 13-8 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 42 084

სტოკი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 1:0 ნზონზი (3), 1:1 დემპსი (20), 1:2 ადებაიორი (83)
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - შოტონი (74. კემერონი), შოუკროსი, ჰუთი, უილსონი - უაიტჰედი, ნზონზი, ეთერინგტონი (57. უილკინსონი), ადამი - კრაუჩი (57.ჯერომი), უოლტერსი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, კოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი - ჰადლსტოუნი, პარკერი (68. დემბელე) - დემპსი (84. სიგურდსონი), ბეილი, ლენონი (75. დეფო) - ადებაიორი
გაფრთხილება: ჰუთი, ბეგოვიჩი, ადამი, შოტონი - ჰადლსტოუნი
გაძევება: ადამი (47)
კარში დარტყმა: 6-23 (1-15) კუთხური: 2-11 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 11-5 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 27 531

ევერტონი-ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 მირალიაში (6), 2:0 მირალიაში (60)
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ოსმანი (89. ჰიბერტი), გიბსონი, მირალიაში (90+1. ოვიედო), პიენაარი, ფელაინი - ანიჩებე (73. იელავიჩი)
ვესტ ჰემი (4-5-1): იასკელაინენი - დემელი, რიდი, კოლინსი, ობრაიენი - დიამე (46. კ. კოული), კოლისონი (55. ჯ. კოული), ონილი (64. ნოუბლი), ჯარვისი, ნოლანი - კეროლი
გაფრთხილება: მირალიაში - დემელი, კოლინსი
კარში დარტყმა: 23-7 (13-2) კუთხური: 7-1 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 8-11 ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 39 475

ფულჰემი-ლივერპული 1:3
გოლები: 1:0 ბერბატოვი (33), 1:1 სტარიჯი (36), 1:2 სტარიჯი (62), 1:3 სტარიჯი (85)
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიჩარდსონი (15. ემანუელსონი) - ენო, კარაგუნისი (82. რიისე), კაჩანიკლიჩი (71. პეტრიჩი), დაფი - ბერბატოვი, რუისი
ლივერპული (4-4-2): რეინა - ჯონსონი, კარაგერი, კოატესი, უისდომი (46. ხ. ენრიკე) - ჰენდერსონი, ლუკასი, შელვი (77. ბორინი), დაუნინგი - კოუტინიო (89. კოადი), სტარიჯი
გაფრთხილება: - გ. ჯონსონი
კარში დარტყმა: 10-19 (8-13) კუთხური: 7-8 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 2-10 ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 25 640

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნორვიჩი-ვესტ ბრომვიჩი 4:0
გოლები: 1:0 სნოდგრასი (25), 2:0 ჰოლტი (62), 3:0 მაკაული (65-ს.კ-ში), 4:0 ჰოუსონი (90)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - მარტინი, რ. ბენეტი, ბასონგი, გარიდო - ბ. ჯონსონი, ჰოუსონი, პიკლინგტონი, სნოდგრასი (78. ე. ბენეტი) - ჰოლტი (86. ბეკიო), ჰულაჰანი (77. ტეტი)
ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): ფოსტერი - რიდი (46. ბ. ჯონსი), მაკაული, ოლსონი, პოპოვი - იაკობი, მორისონი, მულუმბუ - როსენბერგი (47. ბრანტი), ლონგი, ლუკაკუ (80. ოდემვინგე)
გაფრთხილება: ჰოუსონი, ჰულაჰანი - ოლსონი
კარში დარტყმა: 11-8 (8-5) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 11-8 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 26 837

ქუინზ პარკი-ნიუკასლი 1:2
გოლები: 1:0 რემი (11-პენ), 1:1 ბენ არფა (18-პენ), 1:2 გუფრანი (35)
ქუინზ პარკი (4-4-2): გრინი - ბოსინგვა (46. ფაბიო), ონუოჰა, ჰილი, ტრაორე - მბია (46. დერი), ჯენასი, ჰოილეტი (84. ტაარაბტი), ტაუსენდი - ზამორა, რემი
ნიუკასლი (4-4-2): ელიოტი - დებუში, უილიამსონი, კოლოჩინი, იანგა-მბივა - კაბაი, ტიოტე (52. პერჩი), ბენ არფა (82. ჰარპერი), ხონასი - სისე, გუფრანი (78. ობერტანი)
გაფრთხილება: მბია - კაბაი, უილიამსონი, ელიოტი
გაძევება: ელიოტი (81)
კარში დარტყმა: 10-11 (2-4) კუთხური: 2-2 თამაშგარე: 7-4 ჯარიმა: 8-8 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 17 278

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 ბერდსლი (68), 1:1 პანჩეონი (76)
სანდერლენდი (4-5-1): მინიოლე - ბერდსლი, ოში, კუელიარი, როუზი - კოლბეკი, ნდიაიე, მაკლინი (46. უიკჰემი), ლარსონი (75. დ. ვონი), ა. ჯონსონი - გრემი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, ჰოიველდი, შოუ - კორკი (73. ვორდ-პრაუსი), შნაიდერლინი - ს. დევისი, ლალანა (73. პანჩეონი), ჯ. როდრიგესი - ლამბერტი
გაფრთხილება: შოუ, ჯ. როდრიგესი
კარში დარტყმა: 5-15 (5-10) კუთხური: 3-10 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 9-10 ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 41 988

იუნაიტედი-სუონსი 2:1
გოლები: 1:0 ერნანდესი (39), 1:1 მიჩუ (49), 2:1 ფერდინანდი (87)
იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - ჯონსი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კაგავა, სქოულზი (66. ანდერსონი), კერიკი - ერნანდესი (75. გიგზი), ვან პერსი, უელბეკი (66. ვალენსია)
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - ტიენდალი, ჩიკო, უილიამსი, ნ. ტეილორი (65. ბ. დევისი) - დე გუზმანი, ბრიტონი - დაიერი, რუტლეჯი, ერნანდესი (87. აგუსტიენი) - მიჩუ (74. რანხელი)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 14-5 (7-2) კუთხური: 7-4 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 3-6 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 75 572

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

14 მაისი
არსენალი-უიგანი 22:45
რედინგი-სიტი 23:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 25 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 23 - ლუის სუარესი (ლივერპული), 20 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 19 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), 18 - მიგელ მიჩუ (სუონსი)

მომდევნო ტური

19 მაისი:
ჩელსი-ევერტონი, ლივერპული-ქუინზ პარკი, მანჩესტერ სიტი-ნორვიჩი, ნიუკასლი-არსენალი, საუთჰემპტონი-სტოკ სიტი, სუონსი-ფულჰემი, ტოტენჰემი-სანდერლენდი, ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი, ვესტ ჰემი-რედინგი, უიგანი-ასტონ ვილა

ასევე იხილეთ:
ფრენკ ლემპარდი: რეკორდს დედას ვუძღვნი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩხირი კედელს, როგორ მოხდა "ლივერპულის" თამაშის ვიდეო რომ დადეთ??? :)))
სერ ალექსი
14:23 13-05-2013
0

სიახლეები პოპულარული