ბრძენმა შოტლანდიელმა ცხადად შეიგრძნო, რომ მისმა წასვლამ 38 წლის ვეტერანის განცხადება პენსიაზე გასვლის თაობაზე ჩრდილში მოაქცია. სქოულზმა 2011 წლის გაზაფხულზე ერთხელ უკვე განაცხადა, რომ ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ მაშინ მას გულმა არ გაუძლო და ნახევარ წელიწადში მოედანს დაუბრუნდა.
პოლს დებიუტი "ეშმაკების" რიგებში 1994 წელს ჰქონდა და მას მერე 716 თამაში ჩაატარა (497 პრემიერლიგაში) ყველა ტურნირში ერთად. მან 11-ჯერ დაიმსახურა
"გადაწყვეტილების მიღება იმაზე უფრო მეტად გამიჭირდა, ვიდრე ეს შეიძლება გარედან ჩანდეს, მაგრამ მესმის, რომ დროა, ეს ნაბიჯი მაინც გადავდგა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ფეხბურთიდან სამუდამოდ მივდივარ.
სიმართლე რომ გითხრათ, პირველ ჯერზეც ამას ვფიქრობდი, მაგრამ მაშინ ნახევარი წლის განმავლობაში უქმეებზე უფეხბურთობამ თავი მომაბეზრა და რეზერვისტებთან ერთად ვარჯიში დავიწყე. შემდეგ ძირითად გუნდთან ერთად გავაგრძელე და მივხვდი, რომ მათ არაფერში ჩამოვრჩებოდი. ახლა სულ სხვა სიტუაციაა. პირადად ჩემთვის ეს სეზონი წარუმატებელი იყო, მაგრამ მას ფინიში ჰქონდა საოცნებო.
"იუნაიტედმა" კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი. ასე რომ, მშვიდი სინდისით შემიძლია დასვენება. ბოლო ოთხი თვე ჩემთვის ძალიან რთული იყო მუხლის ტრავმის გამო. ყველაფერი გავაკეთე, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. მთელი ცხოვრება, თუ რამე მინდოდა, ეს ფეხბურთის თამაში იყო. ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის გაკეთება "მანჩესტერ იუნაიტედში".
თანაც - ყველა დროის უდიდესი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. დღეს გუნდი მშვენივრად არის დაბალანსებული და დარწმუნებული ვარ, რომ მას კიდევ ელის დიდი წარმატებები დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პოლ სქოულზი ფეხბურთიდან მიდის