დენიელ სტარიჯი - ჰეთ თრიკების სპეციალისტი

AutoSharing Option
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სულ 11 ჰეთ თრიკი დაფიქსირდა.
სიას აქვე გთავაზობთ:

III ტური. 2.09.2012. საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:2 - რობინ ვან პერსი
VI ტური. 29.09.2012 ნორვიჩი-ლივერპული 2:5 – ლუის სუარესი
XIII ტური. 24.11.2012. უიგანი-რედინგი 3:2 – ხორდი გომესი
XVII ტური. 17.12.2012. რედინგი-არსენალი 2:5 – სანტი კასორლა
XIX ტური. 26.12.2012. ასტონ ვილა-ტოტენჰემი 0:4 – გარეთ ბეილი
XX ტური. 29.12.2012. არსენალი-ნიუკასლი 7:3 – თეო უოლკოტი
XXVIII ტური. 2.03.2013. უიგანი-ლივერპული 0:4 – ლუის სუარესი
XXVIII
ტური. 2.03.2013. მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი 4:0 – შინჯი კაგავა
XXXIV ტური. 22.04.2013. მანჩესტერ იუნაიტედი-ასტონ ვილა 3:0 - რობინ ვან პერსი
XXXV ტური. 29.04.2013. ასტონ ვილა-სანდერლენდი 6:1 – კრისტიან ბენტეკე
XXXVII ტური. 12/05.2013. ფულჰემი-ლივერპული 1:3 – დენიელ სტარიჯი

სიას თვალი თუ გადაავლეთ, აღმოაჩენდით, რომ უკანასკნელ ტურში "ფულჰემთან" დენიელ სტარიჯის ჰეთ თრიკი "ლივერპულის" ფეხბურთელებისთვის სეზონში უკვე მესამე აღმოჩნდა. ცხადია, ასეთი შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ "წითლებისთვის" სტარიჯის სამ გოლს სულ სხვა დატვირთვა აქვს.

მოგეხსენებათ, ლუის სუარესი დისკვალიფიცირებულია. 25 წლის ურუგვაელი 2013/14 წლების სეზონის სტარტზე პირველ ექვს ტურს კიდევ გამოტოვებს. ასე რომ, მერსისაიდელები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მათ შეუძლიათ ვინმეზე დაყრდნობა. სტარიჯმა იგრძნო რა სრული ნდობა, ბოლო 3 ტურში 5 გოლი გაიტანა და შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა მისი ნდობა, პასუხი გაგვცა. თავდამსხმელმა "ლივერპულის" ვებგვერდთან "ფულჰემთან" მატჩის შემდეგ საინტერესო თემებზე ილაპარაკა:

"იყო ფსიქოლოგიურად ძლიერი, ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამით შეიძლება გამოირჩეოდე სხვებისგან. "ჩელსიში" დიდიე დროგბას გვერდით როცა ვთამაშობდი, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მისთვის ეს ერთ-ერთი უმთავრესი პლუსი იყო. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჰეთ თრიკის ავტორობა ფანტასტიკური გრძნობაა. იმედია, "ლივერპულში" მსგავსი განცდა კიდევ ერაერთხელ მელის.

იყო დრო, როცა ფსიქოლოგიურად მეც მიჭირდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ერთ თამაშს მაღალ დონეზე ვატარებდი, შემდეგ ჯერზე კი ისევ სკამზე ვიჯექი. ამ დროს საკუთარ თავს შეკითხვას ვუსვამდი ხოლმე, კი მაგრამ, კიდევ რისი დამტკიცება შემიძლია-მეთქი
.

კარგი ფინიში გამოგვივიდა. არ მინდა თანაგუნდელებზე ზეწოლად ჩამითვალონ, მაგრამ აუცილებელია, რომ ძალები მაქსიმალურად მოვიკრიბოთ ბოლო ტურის წინ, მერე კარგად დავისვენოთ და ზაფხულში
მუშაობას კიდევ უფრო დიდი მონდომებით შევუდგეთ. გაძლიერება გვჭირდება თუ არა, ეს მწვრთნელების საქმეა. ჩვენ, ფეხბურთელებმა მათ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ და იმ მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, რომლებსაც მენეჯმენტი დაგვისახავს".

როჯერსი შეგირდზე
"
ფულჰემთან" სტარიჯის თამაშს ბრენდან როჯერსი "ლივერპულის" ვებგვერდზევე გამოეხმაურა და შეგირდის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა. ამასთან, მან გუნდის პერსპექტივებზეც ილაპარაკა:

"ეს იყო იმის დემონსტრირება, როგორ შეუძლია დენიელს შეტევების დასრულება. მას იმის შანსიც კი ჰქონდა, რომ რამდენიმე გოლი კიდევ გაეტანა. სტარიჯმა მაშინვე დაიწყო გოლების რეგულარულად გატანა, როცა ჩვენთან გადმოვიდა. 15 შეხვედრაში დებიუტანტისთვის 11 გოლი მშვენიერი შედეგია. ეს სწორედ ის არის, რასაც მისგან ველოდით. ვგრძნობდი, რომ მას საკუთარი ნიჭის გამოსავლენად მასზე მორგებული პლატფორმა სჭირდებოდა. ვფიქრობ, თუკი ის ტრავმებს გადაურჩება, პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ თავდამსხმელად ჩამოყალიბდება.

"ლივერპული" აგრძელებს პროგრესს. ეს სეზონი ბაზის შესაქმნელად გვჭირდებოდა, რაც საშუალებას მოგვცემს, სამომავლოდ მხოლოდ პროგრესის გზით ვიაროთ. თავად დარწმუნდებოდით, რომ თამაშის ხარისხს მთელი სეზონის განმავლობაში ვზრდიდით
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დენიელ სტარიჯი - დაკარგული ღიმილის ძიებაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული