რობერტო მანჩინი კომპენსაციის სახით 33 მილიონ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
13 მაისს, ღამით, "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ რობერტო მანჩინის კარისკენ მიუთითა.

არადა, იტალიელს კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. შესაბამისად, ის სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს, რომელიც, როგორც ირკვევა, ხელშეკრულებითვე ყოფილა განსაზღვრული.

"სიტისთან" დაახლოებული წყაროს მტკიცებით, თანხა 28 მილიონ ფუნტს (33 მლნ ევრო) უტოლდება. "გარდიანის" ცნობით, გუნდში დიდი საკადრო რევოლუცია იგეგმება. ხელმძღვანელობა მზადაა, ტრანსფერებისთვის 80 მილიონი ფუნტი გამოჰყოს. აქედან 52 მილიონი "ნაპოლიდან" ედინსონ კავანის, ხოლო 27 "მალაგადან" ისკოს შეძენას მოხმარდება.

აქვე გეტყვით, რომ "სიტიმ", მანჩინის გარდა, კიდევ რამდენიმე მწვრთნელი დაითხოვა. მაგალითად - დევიდ
პლატი, ფაუსტო სალსანო
(ასისტენტები), ატილიო ლომბარდო (ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი), პიტ ლოუ (განათლებისა და სამწვრთნელო დეპარტამენტის ხელმძღვანელი); "რეპრესიები" შეეხოთ მეკარეების, მცველებისა და ფიზიკური მომზადების სპეციალისტებს, აკადემიისა და 18-წლამდელთა გუნდების რიგ დამრიგებლებსაც.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ სიტიდან" რობერტო მანჩინი გაუშვეს... მანუელ პელეგრინი მოდის?
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოჰყო რათა და არა გამოყო? ელემენტარული ქართული ისწავლეთ და ნუ ცდილობთ ასეთი უაზრო ხრიკებით თავის მექართულეებად წარმოჩენას. თუ გაინტერესებთ, სწორი იქნება გამოყო. დაუსვი კითხვა: რას შვრება და რა ქნა? თუ პირის ნიშანი შეიცვალა არსებითმა სახელმა, მაშინ არ უნდა - ჰ იქნება თუ ს.
odala
21:44 14-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული