სერ ალექს ფერგიუსონის კიდევ ერთი აღიარება

AutoSharing Option
ინგლისში მწვრთნელთა ასოციაციის მიერ წლის საუკეთესო სპეციალისტად აღიარება პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა (არ შეგეშალოთ "ბარკლაის" ვერსიით საუკეთესოში), რადგან მასში პრემიერლიგასა და ჩემპიონშიპში მომუშავე მწვრთნელების გარდა, მხოლოდ ინგლისის ნაკრების თავკაცი მონაწილეობს.

2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კოლეგებმა საუკეთესოდ ალექს ფერგიუსონი დაასახელეს. ლეგენდარული შოტლანდიელისთვის ეს ტიტული უკვე მეოთხეა. აი, რა თქვა ასოციაციის თავმჯდომარე ჰოვარდ უილკინსონმა:

"ეჭვიც კი არ მეპარებოდა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ალექს ფერგიუსონი იმსახურებდა ჩვენგან ასეთ პატივს. ჩვენი არჩევანი ყოველთვის ყველაზე ობიექტურია, რადგან მწვრთნელის მიერ ჩატარებულ სამუშაოს მისივე კოლეგები აფასებენ. ძნელია,
გაიხსენო და ჩამოთვალო ყველაფერი, რაც კი ოდესმე სერ ალექსს მოუგია. დღევანდელი პრიზი მისთვის მხოლოდ ერთ-ერთი იქნება მის დამსახურებათა ვრცელ ნუსხაში. მისთვის ეს კიდევ ერთი მწვერვალია, რომელიც დაიპყრო. აქამდე 4-ჯერ ეს პრიზი არავის მოუგია"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დღე პირველი, დღე უკანასკნელი: "მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზაზე დევიდ მოიესი მივიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული