"მანჩესტერ იუნაიტედი" ტიაგო ალკანტარას სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

საამისოდ კი ინგლისური კლუბი მზადაა, 18 მილიონი ევრო გაამზადოს. ზუსტად ასეთია ტიაგოს გამოსყიდვის ფასი, ხელშეკრულების მიხედვით.

როცა ალკანტარამ ხელშეკრულება განაახლა "ბარსასთან", მის გამოსასყიდ თანხად 90 მილიონი ევრო ჩაიწერა. თუმცა ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, თუ ალკანტარა გარკვეული რაოდენობის მატჩებს ვერ ითამაშებდა, ეს თანხა 18 მილიონამდე დაიკლებდა. ასეც მოხდა, ტიაგო იშვიათად ხვდება შემადგენლობაში.

ტიაგო ალკანტარა "ბარსელონაში" ხელფასის სახით 1,8 მილიონ ევროს იღებს.

22 წლის ალკანტარას შეძენა "ბაიერნის" მომავალ თავკაც პეპ გვარდიოლასაც სურს.

ასევე იხილეთ:
"ბარსელონა"
მზადაა, ტიაგო ალკანტარა ტრანსფერზე დააყენოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული