"ჩელსი" და ტრანსფერები: კოენტრაო, ვარანი, ვან გინკელი?

AutoSharing Option
Goal.com-ის ინფორმაციით, "ჩელსი" ჰოლანდიური "ვიტესიდან" ცენტრალური ნახევარმცველის, 20 წლის მარკო ვან გინკელის შეძენით არის დაინტერესებული.

ლონდონელები მზად არიან, ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. ინგლისელი ჟურნალისტების ვარაუდით, ფეხბურთელს ძალუძს პრემიერლიგის გრანდის ძირითადში მოსახვედრად ბრძოლა. 2012/13 წლების საკლუბო სეზონში ვან გინკელმა 41 თამაში ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. მოლაპარაკებათა პროცესს ის გააიოლებს, რომ "ვიტესის" პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასა და "ჩელსის" ბოს რომან აბრამოვიჩს ერთმანეთთან ხანგრძლივი და საქმიანი ურთიერთობა აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ "ჩელსის" მომავალ თავკაცს "რეალიდან" ფაბიო კოენტრაოსა და
რაფაელ ვარანის
კონტრაქტების გამოსყიდვაც სურს. 25 წლის პორტუგალიელი მარცხენა მცველის შეძენა მსურველებს 20 მილიონ ევროდ შეუძლიათ.

კოენტრაოს ტრანსფერს უმიზნებს ბაზარზე უჩვეულოდ გააქტიურებული "მონაკოც". თუკი ლონდონელებს 20 წლის ფრანგი სტოპერის ყიდვა გამოუვიდათ, ამ შემთხვევაში შეიძლება, ჟოზე დათანხმდეს კიდეც იმავე "მონაკოს" წინადადებას და ჯუჯა სამეფოს წარმომადგენელს ბრანისლავ ივანოვიჩი მიჰყიდოს. 29 წლის სერბში ლიგა 1-ის დებიუტანტი კლუბი 29 მილიონ ევროს ჩამოდის.

ნაიჯარევი ფეხბურთელები
ჟოზე მოურინიო "ჩელსიში" იმ ფეხბურთელების გამოყენებას აპირებს, რომლებიც ლონდონელებს 2012/13-ში იჯარით ჰყავდათ გაშვებული. ლაპარაკია რეალელ მიკაელ ესიენსა და ვესტბრომვიჩელ რომელუ ლუკაკუზე.

30 წლის განელს ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულზე უმთავრდება. "განსაკუთრებულს" ესიენის გაყიდვა კი არა, მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს. მენეჯმენტი ამ საკითხზე მუშაობას, ალბათ, უახლოეს მომავალში დაიწყებს.

"სანის" ინფორმაციით, ჟოზეს გრძელი სათადარიგოთა სკამის ხილვა სურს და შესაბამისად, მომდევნო სეზონს "სტემფორდ ბრიჯზე" გაატარებს ლუკაკუც. 20 წლის ბელგიელმა "ჰოტორნსზე" შესანიშნავი წელიწადი გაატარა და 35 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისთვის შესაშური შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალხელფასიანი მწვრთნელი გახდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული