"წითლებმა" როგორც იქნა შეათანხმეს გალისიურ კლუბთან კომპენსაციის ოდენობა. 25 წლის ცენტრფორვარდის გადაბირება 7,7 მილიონი ევრო დაჯდება.
შეგახსენებთ, რომ ასპასი ენფილდელებს პირადი ხელშეკრულების დეტალებზე რამდენიმე დღის წინ შეუთანხმდა. ორიოდე დღეში ის "მელვუდის" ბაზაზე გამოცხადდება და სამედიცინო გამოკვლევის გავლის შემდეგ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. "სელტას" შეტევების ლიდერის შეძენას "ლივერპულის" გარდა "ვალენსია" და "სუონსი" ცდილობდნენ.