რასაკვირველია, "სფურზის" თავმჯდომარე დენიელ ლივი ასე შიშმა ააჩქარა. მან იცის, რომ ბეილის შეძენის სურვილი რამდენიმე დიდ კლუბს გაუჩნდა და ახლა ყველა ღონეს იხმარს, რათა უელსელი ვინმემ არ მოთაფლოს. საამისოდ, ლივი ფეხბურთელსა და მის აგენტს კარგად მომზადებული წინადადებით შეხვდება. კარგად მომზადებაში, უპირველეს ყოვლისა,
ჰაფბეკმა "სფურზთან" ამ კონტრაქტს ხელი მაისში მოაწერა და მის თანახმად კვირაში 30 ათას ფუნტს იღებს. ეს, თავისთავად, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით გახლდათ წინ გადადგმული ნაბიჯი - ბეილი ხომ ერთერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელმაც, გასულ ჩემპიონატში, "ტოტენჰემის" მეოთხე ადგილზე გასვლასა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაში შეიტანა წილი. მეორე მხრივ კი 30 ათასი ფუნტი მისი თანაგუნდელების რობი კინისა და რაფაელ ვან დერ ვაარტის გასამრჯელოთა ნახევარიც კი არ არის, ასე რომ მდგომარეობას სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება.
ზოგადად როგორი ხელფასებია "ტოტენჰემ ჰოთსპურში"? ევროპის ყველაზე მდიდარი კლუბების ჯამაგირებთან შედარებით "დეზები", რასაკვირველია, მოკრძალებულ თანხებს არიგებენ, მაგრამ ერთი გამოკვეთილი თვისება აქვთ - როგორც კი ახალგაზრდას პროგრესს შეამჩნევენ, დაუყოვნებლივ უზრდიან გასამრჯელოს. "რეალს", "ბარსელონას" და "მანჩესტერ სიტის" "სფურზი", რასაკვირველია, ვერ გამოედევნება, მაგრამ ბეილს რომ მოლაპარაკებები გაუმართოს, ამისი შნო ნამდვილად აქვს. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ უელსელს კვირაში 50 ათასზე მეტს დაუნიშნავენ.
გარეთ ბეილი "ტოტენჰემ ჰოთსპურში" 2007 წლის მაისში "საუთჰემპტონიდან" გადავიდა. მასში ლონდონელებმა პირველ გადახდაზე 5 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და ხელშეკრულებაში ჩაწერეს, რომ თუ ბიჭი წარმატებას მიაღწევდა, "საუთჰემპტონს" ერთი ამდენსაც ჩაურიცხავდნენ.
შეგახსენებთ, რომ "ინტერის" შთამბეჭდავი ძლევის შემდეგ ბეიოლმა განაცხადა, რომ "ტოტენჰემის" დონის გუნდებიდან ფეხბურთელები არ გარბიან. მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა თქვა: "ჩვენ არანაირ შემოთავაზებას არ განვიხილავთ. ჩვენმა თავმჯდომარემ თქვა, რომ გარეთ ბეილი არ იყიდება და მისი ეს ნათქვამი ძალიან მახარებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"