"ლივერპული" მზადაა, მარტინ შკრტელი "ნაპოლიში" 14 მილიონ ევროდ გაუშვას

AutoSharing Option
"ნაპოლი" აგრძელებს "ლივერპულთან" მოლაპარაკებას მარტინ შკრტელის ტრანსფერთან დაკავშირებით.

ინგლისურმა კლუბმა 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო მოითხოვა. "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი აღნიშნული თანხა მეტისმეტად მიიჩნია.

Sportmediaset-ის ცნობით, შესაძლოა, კლუბებს შორის მოლაპარაკების ახალი ეტაპი დაიწყოს.

შკრტელმა დასრულებულ პრემიერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, სადაც ორჯერ გამოირჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული