ინგლისის სუპერთასი 11 აგვისტოს "უემბლიზე" გაიმართება

AutoSharing Option
ინგლისში 2013/14 წლების საფეხბურთო სეზონს, ტრადიციულად სუპერთასის მატჩი გახსნის.

საფეხბურთო ასოციაციამ გუშინ მისი ჩატარების თარიღი დაადგინა. ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედი" და თასის გამარჯვებული "უიგანი" ერთმანეთს 11 აგვისტოს "უემბლიზე" შეხვდებიან.

"კომუნითი შილდის" შეხვედრა სწორედ ლეგენდარულ სტადიონზე იმართება ხოლმე. ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო შარშან გამონაკლისი დაუშვეს და ის სანდერლენდში გაიმართა, სადაც "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსი" დაამარცხა. სუპერთასზე შედგება "ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესის დებიუტიც.

ახალი თავკაცი ეყოლებათ "ათლეტებსაც", თუმცა ვინ, ჯერჯერობით ამას ვერ გეტყვით. "უიგანის" პრეზიდენტ დეივ უილანს "ევერტონში" წასული რობერტო მარტინესის
შემცვლელი ჯერ არ მოუძებნია. შეხვედრას 90-ათასიან "უემბლიზე" "იუნაიტედის" 35 და "უიგანის" მხოლოდ 15 ათასი გულშემატკივარი დაესწრება. 40 ათასი კი ბილეთი თავისუფალ გაყიდვაში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული