მიკაელ ლაუდრუპის პასუხი "სუონსის"

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კარლო ანჩელოტი "პარი სენ-ჟერმენს" ტოვებდა, პარიზულმა კლუბმა მის შემცვლელზე დაიწყო ზრუნვა.

აპენინელის ერთ-ერთ სავარაუდო მემკვიდრედ "სუონსის" დამრიგებელი მიკაელ ლაუდრუპი დასახელდა. დანიელის თურქმა აგენტმა ბაირამ თუთუმლუმ ფრანგებთან მოლაპარაკებები გააჩაღა, რამაც "გედების" პრეზიდენტი ჰიუ ჯენკინსი აღაშფოთა. კლუბმა ლაუდრუპს აგენტთან თანამშრომლობის შეწყვეტა მოსთხოვა. აი, რა უპასუხა "სუონსის" 48 წლის დანიელმა:

- ამ თემაზე ბოლო სამი თვის განმავლობაში არაერთხელ მილაპარაკია: "სუონსიდან" წასვლას არსად არ ვგეგმავ და ამასთან ბაირამიც რჩება ჩემს აგენტად. ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. თუკი "სუონსის" არ
სურს თუთუმლუსთან თანამშრომლობა და უკანასკნელს ანალოგიური დამოკიდებულება გააჩნია, ეს მხოლოდ მათი პრობლემებია და არა ჩემი. მე მჯერა ჩემი აგენტის. მხარეებს მოუწევთ ყოველივესთან შეგუება. ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში ნამდვილად არ შეიცვლება. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე მაინტერესებს, კლუბის ბიუჯეტის გათვალისწინებით საუკეთესო ვარიანტების გამონახვა და შემადგენლობის გაძლიერებაა. ერთი წლის წინ ეს მქონდა სანერვიულო, ახლაც ასეა და მუდამ ასე იქნება.

დაპირისპირებულ მხარეთაგან South Wales Evening Post-თან კომენტარი გააკეთა ბაირამ თუთუმლუმ:

"მე არ ვარ "სუონსისთან" ხელშეკრულებით დაკავშირებული. ჰიუ ჯენკინსი არაფერს მიხდის, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრს ვშრომობდი, რათა კლუბს კარგი ფეხბურთელები გადაებირებინა. მიუხედავად მომხდარისა, მიკაელმა თავადაც აღნიშნა, რომ ჩვენს 25-წლიან მეგობრობას არაფერი ემუქრება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიქაელ ლაუდრუპი პსჟ-სთან მოლაპარაკებას მართავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული