თუმცა, იღბლიან მანჩესტერელებს ერთი ცუდი ამბავი შეემთხვათ: ერთი შეხედვით, ოუენ ჰარგრივზი 2008 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გამოჯანმრთელდა იმდენად, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაესახელებინათ, მაგრამ... ხუთ წუთში ისე ატკივდა ორთავა კუნთი, რომ ჯერ მოედნის კიდესთან ეჩვენა ექიმებს, მერე კი გასახდელისკენ გაეშურა. დიდი შანსია, რომ ეს უკვე ჰარგრივზის კარიერის დასასრულს ნიშნავდა – ბოლტონში მატჩის დამთავრებიდან პირდაპირ მანჩესტერში გამოქანებულმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ტრიბუნაზე ხეირიანად დაჯდომაც ვერ მოასწრო, რომ ნახევარმცველი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 2001-08 წლებში 42 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და დაბრუნებისა კვლავ ეიმედებოდა, მოედანზე აღარ იყო. არადა, თამაშის წინ მწვრთნელი და ფეხბურთელი მხიარულად გამოელაპარაკენ ერთმანეთს.
„შეუპოვრად ვითამაშეთ, სანამ არ მოვიგეთ არ გავჩერდით და ეს ძალიან კარგი იყო. ჩვენი გუნდის ასეთი დაჟინება მოსაწონია. პირველად ხომ არ გამოგვიგლეჯია მეტოქისთვის გამარჯვება ხელიდან ბოლო წამს?“ - თქვა მატჩის შემდეგ ფერგიუსნმა.
წეღან ბოლტონი ვახსენეთ. იქ, „რიბოკ სთედიუმზე“ მე-11 ტურის ყველაზე ადრეული შეხვედრა გაიმართა - ადგილობრივმა „უონდერერზმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ უმასპინძლა და გასაკვირი არ არის, რომ მოუგო. გასაკვირი იმიტომ არ არის, რომ „სფურზი“ ჩემპიონთა ლიგის ყოველი შეხვედრის შემდეგ პრემიერლიგას ძალაგამოცლილი უბრუნდება და ცუდად თამაშობს. ამჯერად, ლონდონელებს მთელი ენერგია, არც მეტი არც ნაკლები, „ინტერთან“ 3:1 მოგებაზე ჰქონდათ დახარჯული, რასაც... შაბათს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა. თამაშის დამთავრებამდე 14 წუთით ადრე „ბოლტონი“ 3:0-ს იგებდა, შემდეგ, სტუმრებმა ძალა მოიკრიბეს, პასუხად ორი გაიტანეს, მაგრამ ბოლოს კიდევ ერთი გაუშვეს და დანებდნენ. მასპინძელთაგან ორი გოლი თავდამსხმელმა კევინ დევისმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მან თქვა:
„წინა ტურში შინ „ლივერპულთან“ წაგებამ ისე დაგვწყვიტა გული, რომ კომპენსაცია გვჭირდებოდა. მართალი გითხრათ, „ტოტენჰემთან“ მოგება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამ გუნდთან ყოველთვის კარგად ვთამაშობთ და არც გოლებს ვაკლებთ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ცოტათი მართლა შეგვიწყო ხელი იმან, რომ მეტოქე კვირის შუაში ჩემპიონთა ლიგით იყო დატვირთული“.
ბირმინგემის „სენტ ენდრიუს სთედიუმზე“ კი აი, რა მოხდა: მასპინძელთა ყოფილი მეპატრონე დევიდ სალივანი „ძველ მამულებს“ ახალი გუნდით ესტუმრა და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ რად გინდა... თამაში 2:2 დამთავრდა. ეს ახალი გუნდი „ვესტ ჰემი“ გახლავთ, რომლის მწვრთნელს ავრამ გრანტს დარჩა შთაბეჭდილება, რომ თამაშის მიწურულს მსაჯს მაიკლ ოლივერს მათ სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა მართებდა:
„ჰარი რედნაპმა მსაჯების მცდარ გადაწყვეტილებებს ფარსი უწოდა და მინდა ეს სიტყვა ავიტაცო – თქვა გრანტმა – ოლივერი ხუთ მეტრში იდგა იმ ადგილიდან, სადაც ლარს იაკობსენს მაისურზე დაქაჩეს, მან კი პენალტი არ დანიშნა. ძალიან გაბრაზებული ვარ, ვინაიდან ჩვენს თავს ასეთი რამ პირველად არ ხდება. ასეთივე რამ გადაგვხდა „ვულვზთან“, „სტოკთან“, „ასტონ ვილასთან“, „ბოლტონთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრებში. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ შეამჩნია მსაჯმა 5 მეტრიდან ის, რაც 50 მეტრიდან ასე კარგად ჩანდა“.
„ბლექბერნის“ სათადარიგო ფეხბურთელმა ჯეისონ რობერტსმა წინა ტურის შეცდომა ახლა გამოასწორა - ერთი კვირის წინ, „ჩელსისთან“ შეხვედრაში, მან ისეთი რამ გააკეთა, რამაც გუნდის წაგება გამოიწვია, ახლა კი, „უიგანთან“ თამაშის 67-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლით სამი ქულა მოუტანა თავისიანებს. მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა მწვრთნელი სემ ელერდაისი სიხარულს ვერ მალავდა, ის კმაყოფილი იყო, რომ მისმა ფეხბურთელებმა ორი, ერთი მეორეზე ეფექტური გოლი გაუტანეს სტუმრებს.
„ერთი კვირის წინ „ჩელსიმ“ მხოლოდ იმიტომ გვაჯობა, რომ ორი დიდებული გოლი გაგვიტანა. დღეს ჩვენ გავიტანეთ ორი ასეთი გოლი“ - ბრძანა ელერდაისმა.
„ბლექპულისა“ და „ევერტონის“ 2:2-ის შემდეგ მასპინძელთა მწვრთნელს იან ჰოლოვეის საბოლოოდ განიმტკიცდა შთაბეჭდილება, რომ მისი გუნდი პრემიერლიგაში თამაშის ღირსია და მასზე იქ დარჩენა ალალია:
„ამწუთას ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ხშირად გოლს რომ გავიტანთ უპირატესობას ვეღარ ვინარჩუნებთ, ამის გამომუშავება დროთა განმავლობაში შეიძლება. ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ პრემიერლიგის გუნდად ჩამოვყალიბდით და ამას წყალი აღარ გაუვა“.
„ასტონ ვილა“ ლონდონში „კრეივენ კოტეჯზე“ 1:0-ს იგებდა და თამაშიც მთავრდებოდა, როდესაც ბრედ ჰანგელანდმა გოლი გაუტანა და „ფულჰემს“ ქულა მოუპოვა. „სანდერლენდმა“ კი „სტოკ სიტის“ 2:0 აჯობა. ორივეჯერ 13 მილიონ ფუნტად ნაყიდმა განელმა ასამოა გიანმა გამოიჩინა თავი. „სტოკელებს“ ბოლო 8 წუთის განმავლობაში უმცირესობაში მოუხდათ თამაში: ორი ყვითლის გამო მსაჯმა მოედნიდან რაიან შოუკროსი გააძევა. კიდევ, ამავე შეხვედრის პირველ ტაიმში სტიდ მალბრანკმა პენალტი ვერ გაიტანა – მოედანზე დარენ ბენტი რომ ყოფილიყო პენალტს, რასაკვირველია ის დაარტყამდა, მის არყოფნაში კი მოლბრანკს ასმირ ბეგოვიჩმა აუღო.
ახლა კი ასეთი კითხვა დავსვათ: ელოდა ვინმე, რომ „არსენალს“ ლონდონში „ნიუკასლი“ მოუგებდა? არადა, სწორედ ასე მოხდა – ინგლისური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა და სკანდალურმა ადამიანმა ენდი ქეროლმა თავური დარტყმით განუმარტა „მეთოფეთა“ ამბიციურ გუნდს, რომ ჩემპიონობაზე ფიქრში ცოტა თავშეკავებულნი უნდა იყვნენ. ამასთან, მიმდინარე სეზონში თავად ქეროლიც, როგორც იქნა, მოსაწონი მიზეზით მოხვდა მიმოხილვებში გამორჩეულ ადგილას. არც ვინმე უცემია და არც სასიყვარულო შარში გახვეულა – არადა, დილის გაზეთებში ჯერ კიდევ სკანდალის გმირი იყო.
და მაინც, შეხვედრა, რომელსაც მოძრავი ფაბიო კაპელო ესწრებოდა, მისთვის უკიდურესად სასარგებლოდ წარიმართა: მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრებს საფრანგეთთან აქვს დაგეგმილი ამხანაგური თამაში და დიდი შანსია 21 წლამდელთა გუნდის ფორვარდი ამ დღეს დიდ ნაკრებში მოხვდეს.
რაც შეეხება „არსენალს“, არსენ ვენგერის გუნდმა ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს, მაგრამ ეს რომ გოლად არ ითვლება... თან, როგორმა ხალხმა გაარტყა, სესკ ფაბრეგასმა და თეო უოლკოტმა. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის „არსენალია“, რომელმაც ორი კვირის წინ „ქარლინგის თასზე“ ამავე „ნიუკასლს“ „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ 4:0 მოუგო.
„მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ვესტ ბრომვიჩში მოგება ჰაერივით სჭირდებოდა და მარიო ბალოტელის ორი გოლის წყალობთ ეს მოახერხა კიდეც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჭკვიანური პასებით თამაშს თავისი დაღი დავიდ სილვამაც დაასვა, თუმცა ახალგაზრდა და ფიცხმა ბალოტელიმ ისიც მოახერხა, რომ იუსუფ მულუმბუს მიარტყა და პირდაპირ წითელი ბარათი იხილა. თამაშის ბოლოს თავად მულუმბუც გააგდეს – მან გამოჯანმრთელებულ და არგენტინიდან დაბრუნებულ კარლოს ტევესის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესი.
ტურის მთავარ შეხვედრაში კი დიდი ამბები დატრიალდა: ვულკანივით გაღვიძებული ფერნანდო ტორესის ორი გოლით „ლივერპულმა“ ჩემპიონსა და ლიდერს „ჩელსის“ წაგება აგემა. პირველი გოლი ესპანელმა დირკ კუიტის პასით გაიტანა – ჯონ ტერი ვერაფრით მიუდგა ბურთი რომ წართმია – პირველი ტაიმის მიწურულს კი ეშლი კოული შეცდა, ტორესმა ამჯერად რაულ მეირელეშის პასით გაიტანა.
კუიტს კიდევ ერთი გოლი გატანა შეეძლო, „ჩელსის“ კი ორჯერ ჰქონდა სახეირო მომენტი, მაგრამ ჯერ ფლორან მალუდას და მერე ნიკოლა ანელკას პეპე რეინამ აუღო.
მომდევნო ტური
9 ნოემბერი: სტოკი-ბირმინგემი, ტოტენჰემი-სანდერლენდი; 10 ნოემბერი: ასტონ ვილა-ბლექპული, ჩელსი-ფულჰემი, ნიუკასლი-ბლექბერნი, ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი, უიგანი-ლივერპული, ევერტონი-ბოლტონი, მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი, ვულვზი-არსენალი.
ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტური
ბოლტონი-ტოტენჰემი 4:2
ბოლტონი: იაასკელაინენი, სტეინსონი, გ. კეჰილი, ნაითი, რობინსონი, ლი, ჰოლდენი, მუამბა, ტეილორი (82. მ. პეტროვი), კ. დევისი (90. ბლეიკი), ელმანდერი (90. მ. დევისი).
ტოტენჰემი: გომეში, ჰატონი, გალასი, ქაბული, ასუ-ეკოტო, კრანჩარი (78. ბენტლი), პალასიოსი (45. პავლიჩენკო), სანდრო (62. ჰადლსტოუნი), ბეილი, მოდრიჩი, კრაუჩი.
გოლები: 1:0 კ. დევისი (31), 2:0 სტეინსონი (56), 3:0 კ. დევისი (76-პენ), 3:1 ჰატონი (79), 3:2 პავლიჩენკო (87), 4:2 მ. პეტროვი (90)
კარში დარტყმა: 20-13 (6-4); ჯარიმა: 14-10; კუთხური: 7-6; თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 43%-57%, გაფრთხილება: 1-0.
მაყურებელი: 20 255
ბირმინგემი-ვესტ ჰემი 2:2
ბირმინგემი: ფოსტერი, კარი, რ. ჯონსონი, ს. დანი, რიჯუელი, ლარსონი, ფერგიუსონი, ჰლები (59. ბიუსეჟური), ფეჰეი (59. გარდნერი), ჟიგიჩი, ჯერომი (89. ბოიერი).
ვესტ ჰემი: გრინი, იაკობსენი, გებიდონი, აპსონი, ილუნგა, ბეჰრამი, პარკერი, ბოა მორტი (83. დაიერი), ობინა (90. კოვაჩი), პიქვიონი, კ. კოული.
გოლები: 0:1 პიქვიონი (48), 0:2 ბეჰრამი (58), 1:2 ჯერომი (64), 2:2 რიჯუელი (73)
კარში დარტყმა: 12-22 (5-9); ჯარიმა: 14-15; კუთხური: 3-4; თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 54%-46%, გაფრთხილება: 0-1.
მაყურებელი: 26 474
ბლექბერნი- უიგანი 2:1
ბლექბერნი: რობინსონი, სალგადო, სამბა, ნილსენი, ჟივე, მ.ბ. დიუფი (45. დ. დანი), ჯონსი, ემერტონი, პედერსენი, ე.ჰ. დიუფი (86. შიმბონდა), მვარუვარი (32. რობერტსი).
უიგანი: ალ ჰაბსი, გოჰური, კოლდუელი, ალკარასი, ფიგეროა, სტამი (89. ბოსელი), ტომასი, გომესი, დიამე (82. დი სანტო), ნ’ზოგბია, როდალეგა.
გოლები: 1:0 პედერსენი (58), 2:0 რობერტსი (67), 2:1 ნ’ზოგბია (74)
კარში დარტყმა: 11-18 (4-5); ჯარიმა: 17-15; კუთხური: 3-6; თამაშგარე: 4-1; ბურთის ფლობა: 35%-65%, გაფრთხილება: 0-2.
მაყურებელი: 24 413
ბლექპული-ევერტონი 2:2
ბლექპული: გილკსი, ერდლი, კეთკერტი, ივეტი, კრეინი, ვუგანი, ადამი, საუთერნი (62. ფილიპსი), ტეილორ-ფლეტჩერი (74. გრენდინი), კემპბელი, ვერნი (74. ჰერელვუდი).
ევერტონი: ჰოვარდი, ფ. ნევილი, ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი, კოულმენი, ჰეიტინგა (78. ბეკფორდი), არტეტა, პიენაარი (76. ბელიალეტდინოვი), ტ. კეჰილი, იაკუბუ (61. საა).
გოლები: 1:0 ერდლი (9), 1:1 ტ. კეჰილი (13), 2:1 ვიგანი (48), 2:2 კოულმენი (50)
კარში დარტყმა: 14-20 (4-6); ჯარიმა: 15-14; კუთხური: 3-7; თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 47%-53%, გაფრთხილება: 2-1.
მაყურებელი: 16 094
ფულჰემი-ასტონ ვილა 1:1
ფულჰემი: შვარცერი, ბეირდი (58. კელი), ჰიუზი, ჰანგელანდი, სალსიდო (70. დ. დაფი), მერფი, დემპსი, გრინინგი (59. ე. ჯონსონი), გერა, ს. დევისი, დემბელე.
ასტონ ვილა: ფრიდელი, ლ. იანგი, კოლინზი, რ. დანი, უორნოკი, ოლბრაიტონი, რიო-კოკერი (34. კლარკი), ბენანი, დაუნინგი, ე. იანგი, დელფუნესო (88. აირლენდი).
გოლები: 0:1 ოლბრაიტონი (41), 1:1 ჰანგელანი (90)
კარში დარტყმა: 15-15 (5-6); ჯარიმა: 14-6; კუთხური: 3-3; თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 57%-43%, გაფრთხილება: 1-0.
მაყურებელი: 23 654
მანჩესტერ იუნაიტედი-ვულვზი 2:1 [ნახეთ გოლები]
მანჩესტერ იუნაიტედი: ვან დერ სარი, ბრაუნი, რ. ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ჰარგრივზი (10. ბებე, 75. მაკედა), დ. ფლეტჩერი, ო’ში (74. სქოულზი), ობერტანი, ერნანდესი, პარკი.
ვულვზი: ჰანემანი, ფოული, სტირმენი, ბერა, უორდი, ჰანტი (64. ებანკს-ბლეიკი), ჰენრი, მილიაში (77. მილიაში), ჯერვისი, ედუარდსი (64. ს. ფლეტჩერი), დოილი.
გოლები: 1:0 პარკი (45), 1:1 ებანკს-ბლეიკი (66), 2:1 პარკი (90)
კარში დარტყმა: 17-9 (5-3); ჯარიმა: 7-11; კუთხური: 3-2; თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 52%-48%, გაფრთხილება: 1-0.
მაყურებელი: 75 285
სანდერლენდი-სტოკი 2:0
სანდერლენდი: მინოლეტი, ონუოჰა, ტერნერი, მენსა (67. ა. ფერდინანდი), ბერდსლი, ალ მუჰამადი (75. ზენდენი), ჰენდერსონი, კატერმოლი, მალბრანკი (61. რიჩარდსონი), უილბეკი, ასამოა.
სტოკი: ბეგოვიჩი, ჰუთი, შოუკროსი, ფაიე, კოლინზი, თუნჩაი, უაიტჰედი (75. დილეპი), უილსონი, ეზერინგტონი, უოლტერსი (58. ფულერი), კ. ჯონსი.
გოლები: 1:0 ასამოა (9), 2:0 ასამოა (86)-
შენიშვნა: მალბრანკმა პენალტი ვერ გაიტანა (29-ე წთ, მეკარე)
გაძევება: შოუკროსი (82-სტოკი)
კარში დარტყმა: 17-14 (5-4); ჯარიმა: 10-16; კუთხური: 6-9; თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 56%-44%, გაფრთხილება: 0-4.
მაყურებელი: 36 541
არსენალი-ნიუკასლი 0:1
არსენალი: ფაბიანსკი, სანია, სკილაჩი, კოშელნი, კლიში, სონგი, უილშერი (73. ბენდტნერი), უოლკოტი, ფაბრეგასი, ნასრი (56. არშავინი), შამახი (58. ვან პერსი)
ნიუკასლი: კრული, სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი, ბარტონი, ტიოტი, ნოლანი, ხონასი, ამეობი (83. რეინჯერი), ქეროლი
გოლი: 0:1 ქეროლი (45)
კარში დარტყმა: 14-7 (3-2); ჯარიმა: 16-13; კუთხური: 12-2; თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 57%-43%, გაფრთხილება: 3-2.
გაძევება: კოშელნი (90)
მაყურებელი: 60 059
ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი 0:2
ვესტ ბრომვიჩი: კერსონი, შორი, იბანიესი, ტამასი, ჩეხი (61. ბერნსი), ბრანტი, შარნერი (81. მილერი), მულუმბუ, ტომასი, კოქსი, ფორჩუნი (61. ოდემვინგე)
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, ჯ. ბოატენგი, კ. ტურე, კომპანი, საბალეტა (88. კოლაროვი), დე იონგი, ი. ტურე, ბერი, სილვა (68. ა. ჯონსონი), ბალოტელი, ტევესი
გოლები: 0:1 ბალოტელი (20), 0:2 ბალოტელი (26)
კარში დარტყმა: 2-10 (0-3); ჯარიმა: 15-18; კუთხური: 6-1; თამაშგარე: 3-3; ბურთის ფლობა: 38%-62%, გაფრთხილება: 2-2.
გაძევება: ბალოტელი (63-მანჩესტერ სიტი), მულუმბუ (82-ვესტ ბრომვიჩი)
მაყურებელი: 23 013
ლივერპული-ჩელსი 2:0 [ნახეთ გოლები]
ლივერპული: რეინა, კელი, კარაგერი, შკრტელი, კონჩესკი, მაქსი როდრიგესი, მეირელეში, ლუკასი, კუიტი (84. შელვი), ჯერარდი, ტორესი (88. ნგოგი)
ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი (70. ბოსინგვა), ალექსი, ტერი, ე. კოული, რამირესი, მიკელი, ჟირკოვი (76. სტარიჯი), კალუ (45. დროგბა), მალუდა, ანელკა
გოლები: 1:0 ტორესი (11), 2:0 ტორესი (44)
კარში დარტყმა: 12-13 (6-5); ჯარიმა: 16-18; კუთხური: 2-5; თამაშგარე: 3-3; ბურთის ფლობა: 35%-65%, გაფრთხილება: 0-2.
მაყურებელი: 44 238
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 11 8 1 2 27-5 25
2. მანჩესტერი 11 6 5 0 24-13 23
3. არსენალი 11 6 2 3 22-11 20
4. სიტი 11 6 2 3 15-10 20
5. ნიუკასლი 11 5 2 4 20-14 17
6. ბოლტონი 11 3 6 2 17-16 15
7. ტოტენჰემი 11 4 3 4 13-14 15
8. სანდერლენდი 11 3 6 2 11-12 15
9. ლივერპული 11 4 3 4 12-14 15
10. ვესტ ბრომვიჩი 11 4 3 4 14-19 15
11. ევერტონ 11 3 5 3 12-10 14
12. ბლექპული 11 4 2 5 17-23 14
13. ფულჰემი 11 2 7 2 13-12 13
14. ასტონ ვილა 11 3 4 4 10-14 13
15. ბირმინგემი 11 2 6 3 12-14 12
16. ბლექბერნი 11 3 3 5 11-13 12
17. სტოკ სიტი 11 3 1 7 10-16 10
18. უიგანი 11 2 4 5 8-20 10
19. ვულვზი 11 2 3 6 11-18 9
20. ვესტ ჰემი 11 1 4 6 9-20 7
ბომბარდირები: 7 – მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 6 - ბენტი (სანდერლენდი), ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), დროგბა (ჩელსი), ქეროლი (ნიუკასლი); 5 –კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი); 4 — დევისი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნასრი (არსენალი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), უოლკოტი (არსენალი), დემპსი (ფულჰემი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).
ინგლისი. ჩემპიონატი. XV ტური
ბარნსლი-ლესტერი 0:2
გოლები: 0:1 ვიტორი (18), 0:2 კინგი (85)
ბრისტოლი-პრესტონი 1:1
გოლები: 0:1 ჰიუმი (2), 1:1 ჯონსი (71 ს.კ.)
ქოვენთრი-ლიდსი 2:3
გოლები: 0:1 ჰოუსონი (4), 0:2 სნოდგრესი (40), 1:2 იუცკევიჩი (52), 1:3 გრადელი (61), 2:3
ტერნერი (64)
დონკასტერი-მილუოლი 2:1
გოლები: 0:1 მორისონი (11), 1:1 ჰეიტერი (56), 2:1 ჰილი (58)
ჰალი-სკანთორპი 0:1
გოლი: 0:1 ო’კონორი (89)
მიდლსბრო-კრისტალ პალასი 2:1
გოლები: 0:1 კუნაგო (29), 1:1 კინკი (76), 2:1 მაკკარტი (85 ს.კ.)
ნორვიჩი-ბარნლი 2:2
გოლები: 0:1 პეტერსონი (26), 0:2 პეტერსონი (33), 1:2 მარტინი (71), 2:2 კროფტსი (90)
ქუინზ პარკი-რედინგი 3:1
გოლები: 1:0 ტაარაბტი (27), 2:0 ფურლინი (61), 2:1 ლონგი (68), 3:1 სმიტი (71)
შეფილდი-იფსვიჩი 1:2
გოლები: 0:1 პრისინი (6), 1:1 ქუინი (29), 1:2 მაკოული (40)
უოტფორდი-ნოტინგემი 1:1
გოლები: 1:0 მატჩი (3), 1:1 მაკგუგანი (20)
დერბი-პორტსმუთი 2:0
გოლები: 1:0 სევიჯი (23), 2:0 გრინი (58)
კარდიფი-სუონსი 0:1
გოლი: 0:1 იმნესი (75)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ქუინზ პარკი 15 9 6 0 29-6 33
2. კარდიფი 15 10 2 3 28-13 32
3. სუონსი 15 9 2 4 21-12 29
4. დერბი 15 7 3 5 27-17 24
5. ქოვენთრი 15 7 3 5 23-19 24
6. იფსვიჩი 15 7 3 5 19-16 24
7. ნორვიჩი 15 7 3 5 22-20 24
8. ლიდსი 15 7 2 6 26-28 23
9. ბარნლი 15 5 7 3 24-18 22
10. რედინგი 15 6 4 5 23-17 22
11. უოტფორდი 15 6 4 5 27-23 22
12. დონკასტერი 15 6 4 5 25-24 22
13. პორტსმუთი 15 6 3 6 21-21 21
14. ნოტინგემი 15 4 8 3 17-15 20
15. სკანთორპი 15 6 2 7 19-21 20
16. მილუოლი 15 5 4 6 19-19 19
17. ლესტერი 15 5 3 7 19-27 18
18. ბარნსლი 15 4 4 7 18-27 16
19. შეფილდი 15 4 3 8 10-20 15
20. ჰალი 15 3 5 7 10-19 14
21. პრესტონი 15 4 2 9 21-31 14
22. ბრისტოლი 15 3 5 7 15-25 14
23. მიდლსბრო 15 4 2 9 15-25 14
24. კრისტალ პალასი 15 3 2 10 15-30 11
ბომბარდირები: 10 – ბოთროიდი (კარდიფი); 8 – იუელუმო (ბარნლი), მეკი (ქუინზ პარკი), მაკგუგანი (ნოტინგემი); 7 – კომონსი (დერბი), პერკინი (პრესტონი), სინკლერი (სუონსი); 6 - გრეჰემი (უოტფორდი), კინგი (ლესტერი), მორისონი (მილუოლი), შარპი (დონკასტერი), სომა (ლიდსი), სორდელი (უოტფორდი), ტაარაბტი (ქუინზ პარკი).
კონფერენსი. XVIII ტური
ბეროუ-ნიუპორტი 2:1, ბათი-ელტრინჩემი 2:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"