გარეთ ბეილმა გადაწყვიტა: მადრიდის "რეალი"!

AutoSharing Option
"მარკას" ინფორმაციით, 23 წლის გარეთ ბეილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ლონდონური "ტოტენჰემის" დატოვება და მადრიდის "რეალში" გადასვლა.

ესპანური წყარო ირწმუნება, რომ აღარ არსებობს შანსი, რომ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ კიდევ შეძლოს უელსელის დაყოლიება და "ნისლიან ალბიონზე" დატოვება.

ბეილის გადაწყვეტილება მტკიცეა, თუმცა ის არ კარგავს მოთმინებას და ელის, გაირკვეს "რეალში" მწვრთნელის საკითხი.

შემდეგი ეტაპი კი დენიელ ლევისა და ფლორენტინო პერესს შორის მოლაპარაკება იქნება.

სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება, ასე რომ, ბეილს არსად ეჩქარება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას წერთ 1 ივნისს გაიხსნა უკვა არსად არ ეჩქარებაო :DDDდდდდ
0

სიახლეები პოპულარული