გუსტავო პოიეტმა თავისი მოხსნის შესახებ პირდაპირ ეთერში შეიტყო

AutoSharing Option
23 ივნისს ინგლისურმა კლუბმა "ბრაიტონმა" მწვრთნელის, წარსულში ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელის, გუსტავო პოიეტის მოხსნის შესახებ გამოაცხადა.

თითქოს ამაში უცნაური არაფერია - მწვრთნელების ბედი ასეთია, მათი მოღვაწეობა ამა თუ იმ კლუბში ხშირად ნაადრევად მთავრდება, რომ არა ერთი დეტალი...

გუსტავო პოიეტი BBC-ის გადაცემა "დღის მატჩში" იყო მიწვეული და თავისი მოხსნის შესახებ "ცოცხალ ეთერში" შეიტყო.

"პირველად მესმის, არც შეტყობინება მომსვლია, არც მეილი, არც არავის დაურეკავს. პირდაპირ ეთერში ვიგებ ამის შესახებ და მგონი, მსოფლიოში პირველი მწვრთნელი ვარ, რომელიც ასეთ ვითარებაში მოხსნეს", - განაცხადა გაკვირვებულმა გუსტავო
პოიეტმა.

ახლა 45 წლის პოიეტის პოსტზე 40 წლის ოსკარ გარსიას ნიშნავენ, "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს.

ასევე იხილეთ:
"დეზები" ბრაიტონელით დაინტერესდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული