ალექსანდარ კოლაროვი "მანჩესტერ სიტიდან" წასვლაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 27 წლის სერბმა მარცხენა მცველმა ალექსანდარ კოლაროვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ხმამაღლა, რომ მიუხედავად "ქალაქელებთან" 2015 წლის ივლისამდე გაფორმებული კონტრაქტისა, ის "ეტიჰადზე" დარჩენას აღარ აპირებს.

ის დარწმუნებულია, რომ მანჩესტერში არასოდეს ექნება რეგულარული სათამაშო პრაქტიკა.

"სიტიში" თავს ცუდად ნამდვილად არ ვგრძნობ, თუმცა სრული კომფორტისთვის მოედანზე რეგულარულად უნდა გამოვდიოდე. ამას ვეუბნებოდი თავის დროზე რობერტო მანჩინისაც. ჩემთვის ხელფასი სულაც არ არის მთავარი. ასე რომ, მზად ვარ, გადავხედო საკუთარ მოთხოვნებს," - განუცხადა ფეხბურთელმა "მანჩესტერ ივნინგ ნიუსს".

არ არის გამორიცხული, კოლაროვი კარლოს ტევესის გზას
დაადგეს და ტურინის "იუვენტუსში" განაგრძოს კარიერა.

ასევე იხილეთ:
კარლოს ტევესი: "იუვენტუსს" უფრო რთული მიზნები აქვს, ვიდრე "მანჩესტერ სიტის"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული