დავიდსი კრისტალ პალასიდან მიდის

AutoSharing Option
ედგარ დავიდსმა “კრისტალ პალასის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. არადა, 37 წლის ჰოლანდიელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს სულ რაღაც სამი თვის წინ მოაწერა ხელი.

დავიდსს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია. “კრისტალ პალასთან” მას ერთწლიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მის შემადგენლობაში ვეტერანმა ნახევარმცველმა მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა. ცნობისათვის, კონტრაქტის მიხედვით, დავიდსმა ანაზღაურება მხოლოდ ჩატარებული მატჩების მიხედვით მიიღო.

ჯერჯერობით, უცნობია, აღმოჩნდება თუ არა “კრისტალ პალასი” უკანასკნელი კლუბი ედგარის საფეხბურთო კარიერაში.

თავისი მდიდარი კარიერის განმავლობაში დავიდსს “აიაქსის”, “მილანის”, “იუვენტუსის”, “ბარსელონასა” და “ინტერის” შემადგენლობაში უთამაშია, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების
ღირსება კი 74-ჯერ დაუცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული