დავიდსს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია. “კრისტალ პალასთან” მას ერთწლიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მის შემადგენლობაში ვეტერანმა ნახევარმცველმა მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა. ცნობისათვის, კონტრაქტის მიხედვით, დავიდსმა ანაზღაურება მხოლოდ ჩატარებული მატჩების მიხედვით მიიღო.
ჯერჯერობით, უცნობია, აღმოჩნდება თუ არა “კრისტალ პალასი” უკანასკნელი კლუბი ედგარის საფეხბურთო კარიერაში.
თავისი მდიდარი კარიერის განმავლობაში დავიდსს “აიაქსის”, “მილანის”, “იუვენტუსის”, “ბარსელონასა” და “ინტერის” შემადგენლობაში უთამაშია, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების