ჩაბი ალონსო უკან, "ლივერპულში"?

AutoSharing Option
ზაფხულში "ლივერპულის" რამდენიმე ფეხბურთელი მკურნალობდა ტრავმას. მათ შორის იყვნენ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები - სტივენ ჯერარდი, მარტიკ კელი, დენიელ სტარიჯი და ჯო ალენი. ამას დაუმატეთ რაჰემ სტერლინგი, ვინც საწვრთნელ პროცესს სხვებზე ადრე შეუდგა, რათა გაცდენილი დრო აენაზღაურებინა. აი, რას ამბობს თითოეულ მათგანზე "წითლების" ფიზიკური მომზადების მწვრთნელი გლენ ოდრისკოლი:

"სტარიჯი ერთადერთია, ვინც ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მისი რეაბილიტაციის პროცესი იმაზე სწრაფად მიდის, ვიდრე დაგეგმილი იყო. გამორიცხული არ არის, რომ მან სეზონის დაწყებამდე მოახერხოს კონდიციების აღდგენა. ჯერარდი უკვე
სრული დატვირთვით ახერხებს ვარჯიშს. მას უკვე ყველაფრის ნება აქვს ჩვენგან მიცემული.

კელიც დაგვიბრუნდა. მასზეც შეიძლება თქმა, რომ პრობლემები უკან მოიტოვა. სტერლინგმა სხვებზე ადრე დაიწყო ვარჯიში და შესაბამისად, ამ ეტაპზე სხვებზე უკეთაც კი გამოიყურება. ალენმა კი რეაბილიტაცია დაასრულა და მალე მასაც სრული პროგრამით შეეძლება მომზადება. ის ძალიან მონდომებულია"
.

დიდი დაბრუნება "ენფილდზე"?
კარიერის საუკეთესო წლები ჩაბი ალონსომ "ლივერპულში" გაატარა. "ენფილდზე" ის 2004 წლის ზაფხულში მივიდა. სადებიუტო სეზონი ისტორიული გამოდგა, რაფა ბენიტესის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ფინალში "მილანი" დაამარცხა.

2009 წელს ჩაბი "რეალში" გადავიდა სათამაშოდ და მას მერე "სამეფო კლუბის" ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. 2014 წლის ზაფხულში მას მადრიდელებთან ხელშეკრულება უმთავრდება, მაგრამ ცნობილია, რომ ის თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს. ასე რომ, გამორიცხული არ არის, კლუბმა წამყვანი მოთამაშე ტრანსფერზე დააყენოს.

31 წლის საყრდენის გადაბირებას ბრენდან როჯერსი გეგმავს. ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი უკვე ელაპარაკა ხელმძღვანელობას და საჭირო სახსრების გამოყოფა სთხოვა. მიუხედავად ასაკისა, "რეალმა" ვეტერანი შესაძლოა მაინც ძვირად დააფასოს. ლაპარაკია დაახლოებით 12 მილიონ ევროზე. გეტყვით იმასაც, რომ კაპიტანი სტივ ჯერარდი გარიგებას მიესალმება. მისი თქმით, ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად "ლივერპულს" გამოცდილი ფეხბურთელებიც გამოადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩაბი ალონსომ საზარდულის ოპერაცია გაიკეთა
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაასცორებს ხაბის ანფილდზე დაბრუნება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული