ტევესს უთქვამს: „მე ძალიან მინდოდა ის ჩვენთან რომ გადმოსულიყო. სიამოვნებით ვნახავდი უეინს „სიტის“ ფორმაში, მაგრამ
მანჩესტერული დერბის წინ გუნდებს შორის სხვაობა სამად სამი ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებლობებისა და კრიტიკის მიუხედავად, გამარჯვების შემთხვევაში, ისტლენდელები ტიტულისთვის ბრძოლაში უკვე სერიოზულად ჩაერთვებიან.
ტევესმა დასძინა: „ჩვენ ტოპ-სამეულში ვართ და ვფიქრობ, გასულ სეზონთან შედარებით გაცილებით უკეთაც ვთამაშობთ, თუმცა, რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის. ბრძოლა სეზონის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ და მხოლოდ გაზაფხულზე გამოჩნდება, ვართ თუ არა პრემიერლიგის ჩემპიონობის ღირსი. დღეს, ვფიქრობ, რომ ჩემპიონობის ღირსი დიახაც, ვართ, მაგრამ ამისათვის საჭიროა მოვიგოთ და მოვიგოთ. ცუდი შედეგები არც აქამდე გვქონია, მაგრამ ტიტულის მოსაპოვებლად ეს საკმარისი, რასაკვირველია, არ არის. იმისათვის რომ ჩემპიონი გახდე ფრეები უნდა შეამცირო, შინ დამარცხება კი გამორიცხო. საბედნიეროდ, მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო საკმარისად გვაქვს, ჩემპიონატის დამთავრება ჯერ ადრეა“.
ისტლენდელთა მეკარემ ჯო ჰარტმა კი თქვა, რომ დერბიში ბევრი რამ სწორედ ტევესზე იქნება დამოკიდებული:
„კარლოსს შეუძლია დანარჩენ 10 ფეხბურთელს ბრძოლაში გაუძღვეს და გაამხნევოს. თუ ჩვენ უკან არ დავიხევთ, კარლოსი კი კარგად ითამაშებს, გამარჯვების რეალური შანსი გვექნება. ის ფენომენალური ფეხბურთელია. მე ვიტყოდი, მისნაირთან არც კი მითამაშია. ის სამაგალითოა“.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ კი იმედოვნებენ, რომ „სიტისთან“ თამაშში პორტუგალიელი ნანი შეძლებს. ეს გარემარბი ჩემპიონთა ლიგიგს ბოლო თამაშში დაშავდა, საზარდული იტკინა და ამბობდნენ, რომ დერბისთვის შესაძლოა ვერ გამოჯანმრთელებულიყო.
„იუნაიტედის“ ფანების გასახარად, ბოლო ინფორმაციით 23 წლის ვარსკვლავის საკმე კარგად მიდის. ექიმებს უთქვამსთ, ალექს ფერგიუსონის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსი აქვსო. ფერგიუსონი აგრეთვე იმედოვნებს, რომ ენტეროვირუსისგან დროულად განიკეყნება ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი. მან „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ შესაძლოა მართლაც დიდი როლი ითამაშოს, მით უფრო, რომ მისი თანაგუნდელი, ფრანგი პატრის ევრა ამ დერბის საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებს. ის ამბობს, რომ მართალია, ისტლენდელები აღმავლობის გზაზე არიან და ჰგონიათ, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენენ, დროა ქალაქ მანჩესტერში ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდეს.
„ისინი სულ იმუქრებიან, რომ დაგვამარცხებენ, მაგრამ ვერასდროს ახერხებენ ამას – თქვა ფრანგმა – ჩვენს წინაშე კი ცოტა სხვა ამოცანა. ჩვენ ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძვით და მარტო „სიტის“ დამარცხებას კი არ ვისახავთ მიზნად, ყველა შეხვედრაში მოგება გვინდა. რასაკვირველია, თუ ისტლენდზე გავომარჯვებთ, ეს „იუნაიტედისთვის“ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ განსაკუთრებულს ამას ვერ დავარქმევ. ეს ნორმალურ, ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიჩნიოთ“.
ევრას ამ ნათქვამში გასაკვირი არაფერი გახლავთ, რადგან, ბოლო წლებში ძალთა აშკარა უთანასწორობის გამო მანჩესტერულ დერბის მარილი ჰქონდა დაკარგული - „იუნაიტედისგან“ „სიტის“ ძლევაში საგანგებო არაფერი იყო. მანჩესტერული გუნდების დაპირისპირებას სიმძაფრე მხოლოდდამხოლოდ მას მერე შეემატა, რაც ისტლენდზე არაბი მეპატრონე შეიხი მანსური მივიდა – ეს ორი წლის წინანდელი ამბავია. შემდეგ, მდგომარეობა ზემოხსენებული ტევესის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლამაც გაართულა, სულ ახლახან კი ისტლენდელები „იუნაიტედის“ ფანების გასაცეცხლებლად, მათ კერპს უეინ რუნის შეუჩდნენ და კინაღამ გადაიბირეს კიდეც.
თუმცა, მანჩესტერული დერბის მნიშვნელობას „იუნაიტედის“ ვეტერან ნახევარმცველზე პოლ სქოულზზე უკეთ ჩვენ ვერ განვარტავთ. გეხსომებათ, რა თქვა სქოულზმა – იმედი მაქვს „სიტი“ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს ვერასდროს მოიგებსო. ფეხბურთელი, რომელსაც 21 მანჩესტერულ დერბიში აქვს მონაწილეობა მიღებული ბრძანებს:
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ „სიტიმ“ რამე მოიგოს. ცხრილში „იუნაიტედი“ ყოველთვის ამ გუნდზე მაღლა უნდა იყოს“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"