რას ნიშნავდა ეს ნათქვამი, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების თანახმად გოლკიპერს მერსისაიდში კიდევ ექვსი წლის გატარება მართებს? და კიდევ, ფეხბურთელმა, რომელსაც „ლივერპულში“ მსოფლიო კლასის ოსტატთა სამეულის (სტივენ ჯერადი, ფერნანდო ტორესი და რეინა) ერთ-ერთ წევრად მიიჩნევენ, დასძინა, რომ თუ „ლივერპულიდან“ წავა, ესპანეთში არ დაბრუნდება.
პეპე რეინას ასეთმა გამოსვლამ პრემიერლიგის სხვა კლუბებს, უპირველეს
„შვიდი თვის წინ „ლივერპულთან“ ექვსწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. აქ, „ენფილდზე“ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ ისიცაა, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს ჯილდოების მოგება სურს. „ლივერპულში“ სულ მცირე ამ სეზონის ბოლომდე დავრჩები. ვიცი, ჩემს შესახებ ბევრს ლაპარაკობენ და ამიტომ ერთს ვიტყვი: თუ მერსისაიდიდან წავალ, ესპანეთში არ დავბრუნდები“.
რეინას დაკარგვა „წითლების“ მწვრთნელისთვის როი ჰოჯსონისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. მან ხომ ძლივს შემოატრიალა გუნდის საქმე სასიკეთოდ – საშინელი სტარტის შემდეგ ზედიზედ სამი მოგებით ცოტა ამოისუნთქა. ახლა „წითლები“ მეცხრე ადგილზე არიან და იმდენივე ქულა აქვთ, რამდენიც მეექვსე ადგილზე მყოფ „ბოლტონს“. ათამაშდა ფერნანდო ტორესიც, რომლის ორი გოლის წყალობით „ლივერპულმა“ ბოლო ტურში არც მეტი არც ნაკლები „ჩელსის“ მოუგო.
სხვათაშორის, იმავე ინტერვიუში, რეინამ არც ის დამალა, რომ მასზე ძალიან ცუდად იმოქმედა „ლივერპულიდან“ წინა მწვრთნელის, მისი თანამემამულის რაფა ბენიტესის გაშვებამ. მეკარემ თქვა:
„რაფაელ ბენიტესი ჩვენი კლუბისთვის შეუცვლელი ფიგურა იყო. მე, თავის დროზე, მერსისაიდში სწორედ მის გამო ჩამოვედი“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"