"ჩვენი კლუბი ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელების შეძენას ცდილობს. დიახ, გუნდის გაძლიერებას 31 აგვისტომდე განვაგრძობთ, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ჭორია.
ჩემი ამოცანაა იმ ფეხბურთელებთან მუშაობა, ვინც უკვე გუნდშია. ყველა მათგანი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.
მომავალ სეზონში ბევრი პრეტენდენტია საჩემპიონო ტიტულზე. პრიორიტეტული ამოცანები არ გვაქვს, ყველა ტურნირში ვიბრძოლებთ", - თქვა მოურინიომ.