ახალი ვერსიით, ფლორენტინო პერესი "ლივერპულს" ლუის სუარესის სანაცვლოდ, ფულის გარდა, კარგ ფორვარდსაც სთავაზობს. "სამეფო კლუბის" შემოთავაზება ასეთია: გონსალო იგუაინს პლუს 12 მილიონი ევრო ურუგვაელის სანაცვლოდ.
ინგლისელთა პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია - ლუის სუარესი მხოლოდ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი ჯერ "ნაპოლიში", შემდეგ კი "არსენალში" ტრანსფერთან იყო ახლოს, მაგრამ ორივეჯერ არგენტინელის ტრანსფერი ჩაიშალა.
ასევე იხილეთ:
"არსენალი" უკან არ იხევს: 35 მილიონი ფუნტი ლუის სუარესში