მადრიდის "რეალი" "ლივერპულს" ლუის სუარესის სანაცვლოდ გონსალო იგუაინს სთავაზობს

AutoSharing Option
ესპანური პრესა ამტკიცებს, რომ მადრიდის "რეალი" კიდევ ერთხელ შეეცდება ლუის სუარესის ხელში ჩაგდებას.

ახალი ვერსიით, ფლორენტინო პერესი "ლივერპულს" ლუის სუარესის სანაცვლოდ, ფულის გარდა, კარგ ფორვარდსაც სთავაზობს. "სამეფო კლუბის" შემოთავაზება ასეთია: გონსალო იგუაინს პლუს 12 მილიონი ევრო ურუგვაელის სანაცვლოდ.

ინგლისელთა პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია - ლუის სუარესი მხოლოდ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი ჯერ "ნაპოლიში", შემდეგ კი "არსენალში" ტრანსფერთან იყო ახლოს, მაგრამ ორივეჯერ არგენტინელის ტრანსფერი ჩაიშალა.

ასევე იხილეთ:
"არსენალი" უკან არ იხევს: 35 მილიონი ფუნტი ლუის სუარესში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული