უების შეცდომები კი ასეთი გახლდათ: მსაჯმა ლონდონელი დევიდ ბენტლი სიმულანტობისთვის ყვითელი ბარათით დასაჯა, არადა ბუდევინ ზენდენმა ის საჯარიმო მოედანში აშკარად წააქცია – პენალტი უნდა
„ეს ნამდვილი უხეშობა იყო - თქვა „სფურზის“ თავკაცმა – მოდრიჩს თავისუფლად შეიძლებოდა ფეხი მოსტეხოდა. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრაში ლუკას ძალიან გაუმართლა, რადგან მოედნიდან გასახდელში ფეხზე რამდენიმე იარით დაბრუნდა. დროა მსაჯებმა გაიგონ რა განსხვავებაა ზღვარს გადასვლასა და ბურთის მოსაპოვებლად ვაჟკაცურად თამაშს შორის“.
რედნაპს, რასაკვირველია, ბენტლის ეპიზოდზეც ჰკითხეს. „დეზთა“ მწვრთნელმა უპასუხა:
„ეს აშკარა პენალტი იყო. გამეორების ნახვა საჭირო არც კი გახლავთ. ვერ მივმხვდარვარ , როგორ შეიძლებოდა იმ მომენტში ბენტლის გაფრთხილება. დიახ, ეს ნამდვილი პენალტი იყო, ხოლო როდესაც პენალტს გარტყმევინებენ, თამაშის ბედი იცვლება. ერთი სიტყვით, დღეს მსაჯი ორჯერ ისეთი ეპიზოდის შეფასებისას შედა, რომელთაც შედეგზე იქონიეს გავლენა. რასაკვირველია, ეს შეცდომები უებს განზრახ არ მოსვლია, მან უბრალოდ ასე დაინახა. ხაზს ვუსვამ, წამითაც არ მინდა ვთქვა, რომ ჰოვარდ უები „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ არის. ასეთ რამეს მსაჯებზე არასდროს ვამბობ“.
ამ შეხვედრაში – არადა, რვა დღით ადრე „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ჩემპიონთა ლიგაში არც მეტი არც ნაკლები „ინტერს“ მოუგო 3:1 - „უაით ჰართ ლეინზე“ ფანების ერთმა ჯგუფმა ფეხბურთელებს ტრბუნიდან ლაზათიანი ინგლისური „ბუუ“ მოასმენინა.
„რითი არიან ასე უკმაყოფილონი? – იკითხა ნაწყენმა რედნაპმა – თუმცა, საერთოდ, ასეა: როდესაც, მაგალითად, ყოველ წელიწადს ჩემპიონი ხდები, ერთ მშვენიერ დღესაც მეორეზე გასვლა წარუმატებლობად გეთვლება. ჩვენს შემთხვევაში, ერთი კვირის წინ, აქ „ინტერი“ დავამარცხეთ და, ახლა, ნაკლებს შედეგს ვეღარ ეგუებიან“.
სამშაბათსვე, „სტოკ სიტიმ“ „ბირმინგემს“ 3:2 მოუგო. ამ შეხვედრაში სტუმრების თავკაცს ალექს მაკლიშს ნერვიულობის საბაბი ნამდვილად ჰქონდა. მატჩი დრამატული გამოდგა: სტოკელები რობერტ ჰუთისა და რიკარდო ფულერის გოლების წყალობით 2:0-ს იგებდნენ. თამაშის დამთავრებამდე 19 წუთი რჩებოდა, ასე რომ მასპინძლებმა თავი ქუდში იგრძნეს, მაგრამ, ფულერის გოლიდან ხუთ წუთში კით ფეჰეიმ შეამცირა სხვაობა, კიდევ სამ წუთში კი კემერონ ჯერომმა აღადგინა წონასწორობა. აი, აქ, მაკლიშმა დაიჯერა, რომ მისი „ბირმინგემი“ „ბრიტანია სთედიუმიდან“ ქულას წაიღებდა, მაგრამ შეცდა: 85-ე წუთზე მეტიუ ეზერინგტონის პასს დინ უაითჰედმა უხელთა და სამი ქულა მაინც სტოკში დატოვა.
მატჩის შემდეგ მაკლიშმა თქვა: „ფრე ბოლომდე რომ შეგვენარჩუნებინა დიდებული შედეგი იქნებოდა. მომენტი და აღმაფრენა ჩვენსკენ იყო, მაგრამ ამ სეზონში რამდენიმე სულელური გოლი გვაქვს გაშვებული და აგერ, ერთი მათგანი სტოკელთა მესამე გახლავთ. ეს გოლი ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მცველები იმ ეპიზოდში ინდივიდუალურად შეცდნენ, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა და ამან ძალიან გვატკინა გული“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"