ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს": დაივიწყეთ რონალდო!

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელ დევიდ მოიესს ურჩია, დაივიწყოს კრიშტიანო რონალდო.

"მე, რაც ვიცი, ისაა, რომ "რეალი" იმდენად მდიდარი კლუბია, რომ რონალდოს გაყიდვა არ ესაჭიროება. ის იმდენად მდიდარიცაა, რომ ნებისმიერი ფანტასტიკური შეთავაზება გააბათილოს რონალდოს ტრანსფერზე.

მე ძალიან კარგად ვიცი, რონალდოს უყვარს "მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერლიგა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ "რეალში" დარჩენა სურს. ეს მხოლოდ მისი სურვილია
, არც კონტრაქტი და არც ფული ამასთან კავშირში არაა".

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო ბოლო სამი სეზონი მადრიდის "რეალის" მწვრთნელი იყო, ხოლო რონალდო "რეალში"
უკვე მეხუთე სეზონს იწყებს.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო მასიმო მორატის: სამი წლის მერე შევხვდებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული