"მანჩესტერ იუნაიტედი" ლუკა მოდრიჩში 25 მილიონ ფუნტს იხდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ყველანაირად ცდილობს ჩავარდინილი სატრანსფერო კამპანიის გამოსწორებას. ინგლისის ჩემპიონის ყურადღება ამჯერად მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მიიქცია.

დევიდ მოიესს ძალიან სურს შუახაზის გაძლიერება, რომელიც პოლ სქოულზის წასვლის შემდეგ მართლაც სუსტად გამოიყურება. ამიტომაც უნდოდა "იუნაიტედს" ჯერ ტიაგო ალკანტარას, შემდეგ კი სესკ ფაბრეგასის დამატება, მაგრამ არც ერთის ტრანსფერი არ გამოუვიდა.

ხორვატი ლუკა მოდრიჩი ადრე "ტოტენჰემში" თამაშობდა და გუნდის ლიდერიც იყო, "რეალში" სრულფასოვნად დამკვიდრება კი მან ვერ შეძლო. "იუნაიტედი" სამეფო კლუბს მოდრიჩის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს შესთავაზებს.

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი:
ვაღიარებ, სესკ ფაბრეგასი ვერ ვიყიდეთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული