ოფიციალურად: რობერტო სოლდადო "ვალენსიადან" "ტოტენჰემში" გადავიდა

AutoSharing Option
1 აგვისტოს "ვალენსიას" გულშემატკივრებს ბოლო იმედიც გადაეწურათ - ჯერ ესპანურმა კლუბმა, შემდეგ კი ლონდონულმა "ტოტენჰემმა" ოფიციალურად დაადასტურეს 28 წლის რობერტო სოლდადოს ტრანსფერი ინგლისურ კლუბში.

"კლუბი რობერტო სოლდადოს მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს და მადლობას უხდის გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის", - ვკითხულობთ "ღამურების" ოფიციალურ საიტზე.

არაოფიციალური მონაცემით, "ტოტენჰემს" ეს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა. ლონდონელები ჯერ 12 მილიონს გადაიხდიან, შემდეგ კი ყოველ წელიწადში 6-6 მილიონ ევროს.

სოლდადო "ვალენსიაში" "ხეტაფედან" გადავიდა და 146 მატჩში 80 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ სოლდადო მადრიდის "რეალის" აღზრდილია. ესპანეთის ნაკრებში
მან 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

რობერტო სოლდადომ ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ტორესმა შეიძლება იჯარით "ვალენსიაში" ითამაშოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული