წყაროს ცნობით, "ღამურებს" და "არისტოკრატებს" შორის ტორესის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი უკვე შედგა, საუბარია 1-წლიან იჯარაზე.
29 წლის ფორვარდს ძალიან სურს 2014 წლის მუნდიალზე თამაში, ამისთვის კი სათამაშო პრაქტიკა არის საჭირო, ჟოზე მოურინიო კი ამას "ელ ნინიოს" ვერ ჰპირდება: "ტორესმა უნდა დამიმტკიცოს, რომ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
"ვალენსიას" კი თავის მხრივ რობერტო სოლდადოს შემცვლელის პოვნა ესაჭიროება, რადგან ფორვარდი დღე-დღეზე "ტოტენჰემში" გადავა.
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ფერნანდო ტორესს