რობერტო სოლდადო: "ვალენსიადან" იმიტომ წავედი, რომ მატყუარა პრეზიდენტის სიტყვების არ მჯერა

AutoSharing Option
რობერტო სოლდადოს ტრანსფერი "ვალენსიადან" "ტოტენჰემში" 1 აგვისტოს განხორციელდა, 28 წლის ფორვარდში ლონდონური კლუბი 30 მილიონ ევროს გადაიხდის.

ერთი დღეც არ გასულა, რომ ინგლისში ჩასულმა ფეხბურთელმა სასტიკად გააკრიტიკა კლუბის ახალი პრეზიდენტი ამადეო სალვიო

"მე არ მჯერა სალვიოს პროექტების. ის ძალიან ბევრს იტყუება და ნაკლებს ასრულებს. იცით, მასთან პირველივე სერიოზული საუბრის შემდეგ მივხვდი ვისთან მქონდა საქმე და კლუბის დატოვება გადავწყვიტე. სწორედ მისი სიცრუის გამო ჩემზე და ჩემს აგენტებზე პრესაში ათასი სიბინძურე იწერებოდა", - განაცხადა "ტოტენჰემის" ახალწვეულმა.

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: რობერტო სოლდადო "ვალენსიადან"
"ტოტენჰემში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული