რობერტო სოლდადო: "ტოტენჰემის" მთავარი თავდამსხმელი უნდა გავხდე

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ახალწვეულმა ღობერტო სოლდადომ ახალი სეზონისთვის საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

"ტოტენჰემი" ბრწყინვალე კლუბია, რომელიც იმსახურებს ჩემპიონთა ლიგაში ყოფნას. მესმის, რომ პრემიერლიგა რთული ტურნირია, მაგრამ ამ დონეს უნდა შევეფერობდეთ, რომ ჩემპიონთა ტურნირზე მოვხდეთ. ამ გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია.

მე თავდამსხმელი ვარ და აქ იმისთვის მოვედი, რომ გოლები გავიტანო. მიზნად ყოველთვის უფრო მეტის გოლის გატანას ვისახავ, ვიდრე გასულ სეზონში. ამიტომ ახლა შევეცდები იმდენი გავიტანო, რამდენიც შემიძლია.

მომწონს ისეთ გუნდში გამოსვლა, რომელსაც შემტევი სტილი აქვს. "ტოტენჰემი" ბურთს ფლობს და შემდეგ შეტევაზე
გადადის. ასეთია ანდრე ვილაშ-ბოაშის სტილი და ეს ძალიან კარგია გუნდის ქომაგებისთვის.

ჩემი მთავარი მიზანია "ტოტენჰემის" ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელი გავხდე, გოლები გავიტანო და დავეხმარო გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს, სადაც ყოფნას ვიმსახურებთ",
- თქვა სოლდადომ.

მომზადებულია tottenhamhotspur.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული