ბრენდან როჯერსი: ლუის სუარესმა "ლუვერპულის" მიმართ უპატივცემულობა გამოხატა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ ლუის სუარესმა საკუთარი განცხადებით კლუბის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.

ლუის სუარესი: "ლივერპულისგან" დაპირების შესრულებას ვითხოვ

"სუარესისთვის დაპირება არ მიგვიცია, ეს ზუსტად ვიცი, ამიტომ შესაბამისად ვერაფერს დავარღვევდით. არაერთხელ განვიხილეთ ეს სიტუაცია სუარესთან და ავუხსენით როგორი მდგომარეობაა. იმედგაცურბული ვარ პრესაში წაკითხულის შემდეგ.

ჩემი სამუშაო ამ სიტუაციაზე მაღლა დგას. "ლივერპულის" ინტერესებისთვის უნდა ვიბრძოლო და დავიცვა.

ლუისმა იცის რაზე ვისაუბრეთ და ეს ჩვენს შორის დარჩება.

ვაპირებთ ჩვენი ინტერესები დავიცვათ. სუარესმა კლუბის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, რომელმაც მას აბსოლუტურად ყველაფერი
მისცა.

ჩვენი გულშემატკივრების გამო გულდაწყვეტილი ვარ, რომლებიც აზიის ტურნეს დროს მის სახელს სკანდირებდნენ.

85 ათასმა ქომაგმა დაუჭირა მას მხარი ჯაკარტაში და ამდენივემ ავსტრალიასა და ტაილანდში.

არ მგონია, მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ეწეროს, რომლის გადახდის შემთხვევაში მას კლუბის დატოვება შეუძლია",
- თქვა სუარესმა.

მომზადებულია The Liverpool Echo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული