"გასულ წელს შესაძლებლობა მქონდა დიდ ევროპულ კლუბში გადავსულიყავი, მაგრამ დავრჩი იმ პირობით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ მოვხდებოდით, გუნდიდან წასვლის ნებას დამრთავდნენ.
ყევლაფერი გავაკეთე გასულ სეზონში, რაც ჩემს ძალებში იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ოთხეულში დაგვესრულებინა ჩემპიონატი. ახლა ყველაზე მეტად ის მინდა, რომ "ლივერპულმა" საკუთარი დანაპირები შეასრულოს.
არ ვგრძნობ, რომ "ლივერპულმა" მიღალატა, მაგრამ კლუბი ერთი წლის წინ რაღაცას დამპირდა ისევე, როგორც მე დავპირდი მათ, რომ დავრჩებოდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რაც
სიტყვა მომცეს, ახლი კი მინდა, რომ ეს სიტყვა შეასრულონ. ეს მხოლოდ ზეპირი შეთანხმება არ იყო მწვრთნელთან, არამედ კონტრაქტიშიც წერია.
არ ვაპირებ სხვა კლუბში გადავასვლით "ლივერპულს" ზიანი მივაყენო. 26 წლის ვარ და ჩემპიონთა ლიგა მჭირდება.
პრინციპული მეტოქის გუნდში გადასვლის საკითხი არ დგას. არ განვიხილავდი იმ კლუბის წინადადებას, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოდის.
ადრე პირად საუბრებში მივახვედრე ადამიანებს, სად მინდოდა წასვლა, დროა ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადო.
ამბობენ, რომ ჩემგან "ლივერპული" უფრო მეტს იმსახურებს, მაგრამ 50 გოლი გავიტანე დაახლოებით 100 შეხვედრაში და კლუბს შეუძლია ჩემი ტრანსფერით ორჯერ მეტი მიიღოს, ვიდრე თავიდან გადაიხადა ჩემში", - თქვა სუარესმა.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით