ჩელსის შავმა კატებმა გადაურბინეს

AutoSharing Option
„ლივერპულის“ ქომაგს ან ჯანმრთელი გული უნდა ჰქონდეს ანაც ჯიბეში ვალიდოლი ედოს, თორემ ამ სეზონში მერსისაიდელების თამაშის შემყურე შესაძლოა მალიმალ ცუდად გახდეს - პრემიერლიგასა და ევროლიგაში ზედიზედ ექვსი არწაგების შემდეგ სტოკში დამარცხება რაღა იყო? პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა, შესვენების შემდეგ კი ჯერ რიკარდო ფულერმა გახსნა ანგარიში, სულ ბოლოს კი კინუეინ ჯონსმა მეორე გაიტანა. თუმცა, ჯონსის გოლს კიდევ ერთი ამბავი მოჰყვა, ლივერპულელმა ლუკასმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ის მოედნიდან გააძევეს.

მასპინძლები გამარჯვებას იმსახურებდნენ, სტუმრებმა კი როგორ უეცრადაც იცვალეს ნირი და წაგებებიდან მოგებებზე
გადაერთნენ, ისე უცებ ჩაიფუშნენ. საინტერესო სტატისტიკას მოვიშველიებთ: „ლივერპულმა“ ამ სეზონში სტუმრად მხოლოდ ერთხელ მოიგო, შარშანდელი ნოემბრის შემდეგ კი სამად სამჯერ. მიმომხილველები წერენ, რომ მერსისაიდელთა პირველი ტაიმი „უიგანთან“ წინა შეხვედრის გაგრძელებას ჰგავდა - შეგახსენებთ, რომ შუა კვირაში „წითლებმა“ უიგანში 1:1 ითამაშეს.

მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ თავკაცი როი ჰოჯსონი ამბობდა: „ჩვენს კარში პირველი გოლი შორიდან ჩაწოდებულ აუტს მოჰყვა. შორიდან ჩამოკიდებული ბურთებისგან თავის დაცვაში მთელი კვირის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ და მეგონა შეცდომა აღარ მოგვივიდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, აუტს ჩვენს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა და მეტოქე დაწინაურდა. ხოლო მას მერე, რაც „სტოკი“ დაწინაურდა, რისკზე მოგვიხდა წასვლა. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ფერნანდო ტორესიც დაგვიშავდა და ის ჩაიკარგა. მას კოჭი ატკინეს. იმედი გვაქვს, რომ შემდეგი თამაშისთვის გამოჯანმრთელდება.

რაც შეეხება დაღლილობას, ვფიქრობ ეს არაფერ შუაშია. ჩვენ იმიტომ კი არ წავაგეთ, რომ ფეხები აღარ მოგვსდევდა, არამედ იმიტომ, რომ „სტოკის“ თამაშის თავისებურებას, კერძოდ კი ზემოთ ნახსენებ შორეულ ჩაკიდებებს ვერ გავართვით თავი“.

წაგებით არ წაუგია, მაგრამ ორი ქულა დაკარგა ჩემპიონობისთვის მებრძოლმა „მანჩესტერ იუნაიტედმაც“. უფრო სწორად, კინაღამ წააგო - ბირმინგემის „ვილა პარკზე“ „ასტონ ვილასა“ და „იუნაიტედის“ შეხვედრის ბოლო 18 წუთში დიდი ამბები დატრიალდა. მანამდე 0:0 იყო, 72-ე წუთიდან კი თითქოს ონკანი გაფუჭდა და გოლებმა გამოასხაო, ჯერ „ვილამ“ შეყარა ორი, შემდეგ კი სტუმრებმა გაქვითეს. აქ, უპრიანი იქნებოდა თავიდანვე გვეთქვა, რომ „ასტონ ვილას“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შინ 15 წელიწადის განმავლობაში არ ჰქონდა მოგებული და ახლა სატრაბახო გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. და ბარემ იმასაც შეგახსენებთ რაც ტურის ანონსში, შაბათს გითხარით: ბირმინგემელებს სასურველი შემადგენლობიდან 9 (!) კაცი აკლდათ.

თამაშის შემდეგ მანჩესტერელების თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა: „პირველ ტაიმში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და ერთი-ორი საგოლე მომენტიც შევქმენით, შესვენების შემდეგ კი ჩემს ფეხბურთელებს ცოტა უპასუხისმგებლობა შევამჩნიე. ერთმანეთს ხეირიან პასებს ვეღარ ვაწვდიდით. ჩვეულებრივ ბურთს ვაგორებთ ხოლმე, აქ კი, რატომღაც ამ საქმეში ვეღარ ვივარგეთ.

მაგრამ, ჩვენ ის კლუბი ვართ, რომელიც გამოსავალს ყოველთვის პოულობს და ამჯერადაც ასე მოხდა. მოედანზე მაკედა და ობერტანი შევუშვით, რომელთაც თამაშის მსვლელობა შეცვალეს. ბერბატოვი და ერნანდესი? ეგენი კი არა, საშუალება რომ მქონოდა ათ კაცს შევცვლიდი“.

„მანჩესტერ სიტის“ იტალიელ თავკაცს რობერტო მანჩინის კი ტრიბუნებიდან ეხლა უკვე ნამდვილი, ღონიერი ინგლისური „ბუუუს“ მოსმენა მოუხდა – ისტლენდელი ფანობა, ოთხშაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:0-ს კიდევ შეეგუა, შაბათს „ბირმინგემთან“ 0:0 კი უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა. კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს ასე ვთქვათ: ფანებმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფრე კი არ იუკადრისეს, არამედ თამაშის ფრთხილი, უინიციატივო სტილით იყვნენ შეურაცხყოფილნი და როდესაც იგივე გაცილებით სუსტ „ბირმინგემთანაც“ განმეორდა, მოთმინების ფიალა აევსოთ. უკმაყოფილება იმანაც გაზარდა, რომ 83-ე წუთზე მანჩინიმ კარლოს ტევესი მოედნიდან გაიყვანა, მის ნაცვლად გარეთ ბერი შეუშვა.

ყველაზე მწვავე მომენტი ჯეიმს მილნერს ჰქონდა, როდესაც მისი დარტყმული კარის ხაზიდან სტივენ კარმა გამოიტანა. მიმომხილველების საერთო აზრით ეს იყო უსახური თამაში გუნდისა, რომელიც ცხრილში თითქოს ცუდ ადგილას არ არის, მაგრამ პრემიერლიგის ბოლო ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა.

„თავადაც გაბრაზებული ვარ – თქვა მატჩის შემდეგ მანჩინიმ, – ფრე სულაც არ მაძლევდა ხელს. ტევესს, მოგეხსენებათ, ბოლო კვირების განმავლობაში ფეხი სტკიოდა და ვიფიქრე, რომ გოლის გატანაში სწორედ ეს უშლიდა ხელს. ისე კი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მოედანზე ოთხი თავდამსხმელის გაშვება იმას ნიშნავს, რომ გუნდი ოთხ გოლს გაიტანს, ძალიან ცდება. გულშემატკივარი იტალიასა და ინგლისში ერთნაირად ფიქრობს, მე კი ვალდებული ვარ მწვრთნელის პოზიციიდან ვუყურო მოვლენებს. ვიცი, რომ გუნდმა კომბინაცია უნდა გაშალოს, ბურთი საჯარიმოსთან მიიტანოს, ჩააწოდოს და გოლი შეაგდოს, ფანები კი ამას არ ითვალისწინებენ და საჯარიმოსი თავდამსხმელების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ. მათ ურჩევნიათ იქ ხუთი ფორვარდი იხილონ“.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა ზეწოლას, მანჩინიმ ხელები გაშალა: „რა ზეწოლა, რის ზეწოლა? რატომ დაგიჩემებიათ, რომ რაღაც ზეწოლას განვიცდი? იმიტომ, რომ ფანები ორ თავდამსხმელს მთხოვენ, ჟურნალისტები კი წერენ, რომ ზედმეტად დაცვით ფეხბურთს ვთამაშობ?“

„ნიუკასლისა“ და „ფულჰემის“ უგოლო შეხვედრაში კი „კაჭკაჭთა“ ახალგაზრდა ვარსკვლავმა ენდი ქეროლმა მიმდინარე სეზონში თავისი მერვე გოლი ვერ გაიტანა – მარკ შვარცერმა დიდებულად აუღო აშკარად საგოლე დარტყმა. შვარცერმა კიდევ ორ ეპიზოდში გამოიჩინა თავი.

ქეროლისგან განსხვავებით ჩემპიონთა ლიგასა თუ პრემიერლიგაში ბრწყინავს და ბრწყინავს „ტოტენჰემის“ გარეთ ბეილი. ახალგაზრდა უელსელმა „ბლექბერნთანაც“ მოწყვიტა ციდან ვარსკვლავები – ორი გოლი შეაგდო. მის ორს რომან პავლიჩენკომ და პიტერ კრაუჩმა კიდევ ორი დაამატეს და საბოლოოდ „სფურზმა“ 4:2 გაიმარჯვა. ეს გახლდათ ლონდონის გუნდის პირველი გამარჯვება პრემიერლიგის ბოლო ხუთ შეხვედრაში.

ცნობისათვის: „სფურზს“ კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო – მეკარე პოლ რობინსონმა კრაუჩი წააქცია, რისთვისაც მსაჯმა ენდრი მარინერმა პენალტი დანიშნა, მაგრამ პავლიჩენკომ მიზანს ააცილა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე „ტოტენჰემის“ მწვრთნელი ჰარი რედნაპი არ მისულა, თანაშემწე გააგზავნა. მოგეხსენებათ, ბოლო ორი მატჩის შემდეგ რამდენი რედნაპმა პირი დააღო იმდენი შარი გამოვიდა და როგორც ჩანს, ცოტა ხნით თვალსაწიერიდან გაქრობა გადაწყვიტა. დამარცხებულთა თავკაცმა სემ ელერდაისმა კი თქვა, რომ მისმა გუნდმა დაცვაში ითამაშა საშინლად სუსტად, თავდასხმაში კი კარგი იყო.

„ვესტ ჰემს“ ამ სეზონში, როგორც ჩანს მართლა აღარაფერი ეშველება – შინ „ბლექპულთან“ 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა, თუმცა ერთიც უნდა ითქვას, მსაჯმა კევინ ფრენდმა პირველ ტაიმში ორი აშკარა პენალტი არ დაუნიშნა.

„უიგანმა“ „ვესტ ბრომვიჩს“ თავიდან სათადარიგო ვიტორ მოზესის გოლით მოუგო, „ვულვზმა“ კი „ბოლტონთან“ შინ 3:2 წააგო.

„არსენალმა“ „ევერტონს“ ბაქარი სანიასა და სესკ ფაბრეგასის გოლების წყალობით მოუგო. კაცმა რომ თქვას თითოს დამატება სამირ ნასრისა და მარუან შამახსაც შეეძლოთ, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მასპინძლები უშანსოდ იყვნენ. ჯერ ერთი, ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ლივერპულის გუნდმა ერთი გაიტანა და მეორეც, „მეთოფეთა“ მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი რომ არა, თამაში კაცმა არ იცის როგორ დამთავრდებოდა – ფაბიანსკიმ არც მეტი არც ნაკლები, სამჯერ იხსნა ჩრდილო ლონდონელთა კარი გოლისაგან: ჯერმაინ ბეკფორდს, სტივენ პიენაარს და ლუი საას აუღო. მეკარის ჩაურევლად სახიფათო მომენტი კიდევ ერთმა ევერტონელმა ჯეკ როდუელმა ვერ გამოიყენა – შეგახსენებთ, რომ მასპინძლებს ბოლო შვიდ შეხვედრაში წაგება არ ჰქონდათ ნაგემი და იოლად არ ნებდებოდნენ.

მატჩის შემდეგ „არსენალის“ მეორე ანუ თავის გოლზე ფაბრეგასმა ასე თქვა: „ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან მან ჩვენ გადამწყვეტი უპირატესობა მოგვანიჭა. რასაკვირველია, კარგად ვიცოდით, რომ თამაშის მიწურულს მასპინძლები შემოგვიტევდნენ და მართლაც ასე მოხდა. მათ გოლიც გაგვიტანეს და ჩვენ ცოტა ვინერვიულეთ კიდეც. ზოგადად კი კარგად ვითამაშეთ. დაცვაშიც ძირითადად უშეცდომონი ვიყავით. ერთადერთი, ბოლოს გოლი რომ გავუშვით გოლი იმან დაგვწყვიტა. ჩვენ, ჩვენი მხრივ ნაბიჯი წინ გადავდგით. ახლა გვინდა „ჩელსიმ“ ქულები დაკარგოს“.

და ისე ყველაფერი აგიხდეთ: პრემიერლიგის ლიდერმა საკუთარ „სტემფორდ ბრიჯზე“ მე-13 ტურის ბოლო შეხვედრაში „სანდერლენდთან“ 0:3 წააგო. ეს გახლდათ „ლურჯების“ პირველი საშინაო მარცხი მარტის შემდეგ. კერძოდ „სანდერლენდთან“ კი დასავლეთ ლონდონელებს 2001 წლის შემდეგ არ წაეგოთ. რა მოხდა ამ შეხვედრაში და როგორ, რასაკვირველია, უახლოეს დღეებში უფრო გაირკვევა. როგორც ჩანს სულ მოგება „ჩელსისთვისაც“ კი წარმოუდგენელია, ამ დღეს კი სტივ ბრუსის ბიჭებმა კარლო ანჩელოტისა და მის რაზმს გაოგნებისგან უბრალოდ პირი დააღებინეს.


მომდევნო ტური
20 ნოემბერი: არსენალი-ტოტენჰემი, ბირმინგემი-ჩელსი, ბლექპული-ვულვერჰემპტონი, ბოლტონი-ნიუკასლი, მანჩესტერ იუნაიტედი-უიგანი, ვესტ ბრომვიჩი-სტოკი, ლივერპული-ვესტ-ჰემი; 21 ნოემბერი: ბლექბერნი-ასტონ ვილა, ფულჰემი-მანჩესტერ სიტი; 22 ნოემბერი. სანდერლენდი-ევერტონი.


ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური

ასტონ ვილა-მანჩესტერ იუნაიტედი 2:2
ასტონ ვილა (4-4-2): ფრიდელი - ლ. იანგი, კოლინზი, რ. დანი, უორნოკი - ოლბრაიტონი (88. ლიქაი), ჰოგი (90. ჰერდი), ბენენი, დაუნინგი - ე. იანგი, აგბონლაჰორი (78. დელფუნესო).
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი - ბრაუნი, რ. ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ნანი, ქერიკი, დ. ფლეტჩერი, პარკი (86. სმოლინგი) - ერნანდესი (73. ობერტანი), ბერბატოვი (73. მაკედა).
გოლები: 1:0 ე. იანგი (72-პენ), 2:0 ოლბრაიტონი (76), 2:1 მაკედა (81), 2:2 ვიდიჩი (85)
გაფრთხილება: ბენენი, ლ. იანგი, ე. იანგი - ნანი, ერნანდესი, ბრაუნი, ვიდიჩი.
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 11-9; კარში დარტყმა: 17-16 (5-4); თამაშგარე: 0-6  ბურთის ფლობა: 40%-60%,
მაყურებელი: 40 073

მანჩესტერ სიტი-ბირმინგემი 0:0
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - ჯ. ბოატენგი, კ. ტურე, კომპანი, კოლაროვი (81. საბალეტა) - ი. ტურე, დე იონგი, მილნერი (66. სანტა კრუსი) - ა. ჯონსონი, ტევესი (83. ბერი), სილვა.
ბირმინგემი (4-4-2): ფისტერი - კარი, რ. ჯონსონი, ს. დანი, რიჯუელი - ლარსონი, ფერგიუსონი, გარდნერი (49. ბოიერი), ფეჰეი - ჟიგიჩი (65. ჰლები), ჯერომი.
გაფრთხილება: ტევესი, დე იონგი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-11; კარში დარტყმა: 24-7 (7-4); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 44 321

ნიუკასლი-ფულჰემი 0:0
ნიუკასლი (4-5-1): კრული - სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი - გათრი (76. რუთლიჯი), ტოიტე, ნოლანი, ხონასი, ლოვენკრანდსი (77. რეინჯერი) - ქეროლი.
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - კელი, ჰიუზი, ჰანგელანდი, დაფი - გერა (70. ეტუჰუ), ს. დევისი, მერფი, დემპსი - დემბელე, ე. ჯონსონი (89. ედ. ჯონსონი).
გაფრთხილება: ტიოტე, უილიამსონი – ჰანგელანდი, მერფი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 11-22; კარში დარტყმა: 17-12 (4-5); თამაშგარე: 1-5; ბურთის ფლობა: 54%-46%,.
მაყურებელი: 44 686

ტოტენჰემი-ბლექბერნი 4:2
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჰატონი, გალასი, ქაბული, ასო-ეკოტო - ვან დერ ვაარტი (85. პალასიოსი), ჯენასი, მოდრიჩი, ბეილი - პავლიუჩენკო (89. სანდრო), კრაუჩი.
ბლექბერნი (5-4-1): რობინსონი - სალგადო (37. ე.ჰ. დიუფი), სამბა, ჟივე, ნილსენი, შიმბონდა - ემერტონი, ჯონსი, პედერსენი (63. დ. დანი), ჰოილეტი - კალინიჩი (45. რობერტსი).
გოლები: 1:0 ბეილი (16), 2:0 პავლიჩენკო (42), 3:0 კრაუჩი (69), 4:0 ბეილი (75), 4:1 დ. დანი (80), 4:2 ნილსენი (80)
შენიშვნა: პავლიჩენკომ 32-ე წუთზე ვერ გამოიყენა პენალტი (ააცილა)
გაფრთხილება: მოდრიჩი, გალასი – სამბა, ე.ჰ. დიუფი
კუთხური: 12-6; ჯარიმა: 13-14; კარში დარტყმა: 22-15 (7-8); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 35 700

ვესტ ჰემი-ბლექპული 0:0
ვესტ ჰემი (4-4-2): გრინი - იაკობსენი, გებიდონი, აპსონი, ილუნგა - დაიერი (18. ბარერა), პარკერი, ნობლი, ბოა მორტე (71. კ. კოული) - პიქვიონი (83. მაკკარტი), ობინა.
ბლექპული (4-3-3): გილკსი (45. კინგსონი) - ერდლი, კეთკერტი, ივეტი, კრეინი - გრენდინი (59. ფილიპსი), ადამი, ვუგანი - ტეილორ-ფლეტჩერი, კემპბელი (67. ჰერევუდი), ვერნი.
გაფრთხილება: ადამი
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 7-8; კარში დარტყმა: 24-24 (1-4); თამაშგარე: 6-2; ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 31 194

უიგანი-ვესტ ბრომვიჩი 1:0
უიგანი (4-5-1): ალ ჰაბსი - სტამი, გ. კოლდუელი (17. ს. კოლდუელი), ალკარასი, გოჰური - ნ’ზოგბია, ჰ. ტომასი, დიამე, გომესი (45. მოზესი), კლივერლი - როდალეგა (78. დი სანტო).  
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): კერსონი - რიდი, იბანიესი, ტამასი, შორი - ბრანტი, შარნერი (67. ბერნსი), მულუმბუ (89. ფორჩუნი), ჯ. ტომასი, მორისონი (73. კოქსი) - ოდემვინგე.
გოლი: 1:0 მოზესი (70)
გაფრთხილება: ს. კოლდუელი - შარნერი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 15-14; კარში დარტყმა: 13-11 (3-3); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 16 085

ვულვზი-ბოლტონი 2:3
ვულვზი (4-4-2): ჰანემანი - ფოული, სტირმენი, მოუიოკოლო, ელოკობი - ჰანტი (66. ს. ფლეტჩერი), ჰენრი, მილიაში, ჯერვისი - ებანკს-ბლეიკი, დოილი.
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - რიკეტსი, გ. კეჰილი, ნაითი, რობინსონი, ლი - მუამბა, ჰოლდენი, ტეილორი (82. მ. პეტროვი) - კ. დევისი, ელმანდერი (75. კლასნიჩი).
გოლები: სტირმენი (1 ს.კ.), 0:2 ელმანდერი (62), 1:2 ფოული (69), 1:3 ჰოლდენი (67), 2:3 ს. ფლეტჩერი (78)
გაფრთხილება: ჰანტი
კუთხური: 12-3; ჯარიმა: 13-11; კარში დარტყმა: 15-17 (5-5); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 27 508

სტოკი-ლივერპული 2:0
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, შოუკროსი, ჰუთი, კოლინზი, პენანტი, უაიტჰედი, დილეპი, ეზერინგტონი (90. უილსონი) - კ. ჯონსი, ფულერი (88. უოლტერსი).
ლივერპული (4-4-2): რეინა - კარაგერი, კირიაკოსი, შკრტელი, კონჩესკი - მეირელეში (66. ნგოგი), ლუკასი, ჯერარდი, მაქსი როდრიგესი (73. ბაბელი) - კუიტი, ტორესი.
გოლები: 1:0 ფულერი (56), 2:0 ჯონსი (90)
გაფრთხილება: კოლინზი, ფულერი – ტორესი, შკრტელი, ლუკასი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-11; კარში დარტყმა: 18-12 (4-3); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 40%-60%.
გაძევება: ლუკასი (90-ლივერპული)
მაყურებელი: 27 286

ევერტონი-არსენალი 1:2
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ფ. ნევილი (69. ბექფორდი), დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი, ჰეიტინგა (45. როდუელი), არტეტა (69. იაკუბუ), პიენაარი, ტ. კეჰილი - საა.
არსენალი (4-3-3): ფაბიანსკი - სანია, სკილაჩი, დჟურუ, კლიში - ფაბრეგასი, სონგი, უილშერი (45. დენილსონი) - ნასრი, შამახი (90. ებუე), არშავინი (66. როსიცკი).
გოლები: 0:1 სანია (36), 0:2 ფაბრეგასი (48), 1:2 ტ. კეჰილი
გაფრთხილება: ჰეიტინგა, კოულმენი – სკილაჩი, ფაბრეგასი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 16-14; კარში დარტყმა: 19-13 (7-5); თამაშგარე: 5-1  ბურთის ფლობა: 49%-51%,
მაყურებელი: 36 279

ჩელსი-სანდერლენდი 0:3
ჩელსი (4-3-3): ბოსინგვა - ფერეირა, ივანოვიჩი, ბოსინგვა, ე. კოული - რამირესი (69. მაკეჩრენი), მიკელი, ჟირკოვი (75. კაკუტა) - ანელკა, მალუდა (58. კალუ), დროგბა
სანდერლენდი (4-4-2): გორდონი - ონუოჰა, ტერნერი, ბრამბლი, ბერდსლი - ჰენდერსონი, კატერმოული (90. რივეროსი), ზენდენი, რიჩარდსონი - ასამოა (83. მოლბრანკი), უელბეკი (90. ალ მუჰამადი).
გოლები: 0:1 ონუოჰა (45), 0:2 ასამოა (52), უილბეკი (87)
გაფრთხილება: ივანოვიჩი – ტერნერი, ბრამბლი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-14; კარში დარტყმა: 14-21 (3-9); თამაშგარე: 3-2  ბურთის ფლობა: 59%-41%,
მაყურებელი: 41 072 

1. ჩელსი 13 9 1 3 28:8 28        
2. არსენალი 13 8 2 3 26:12 26        
3. მანჩესტერი 13 6 7 0 26:15 25        
4. სიტი 13 6 4 3 15:10 22        
5. ბოლტონი 13 4 7 2 21:19 19
6. სანდერლენდი 13 4 7 2 15:13 19   
7. ტოტენჰემი 13 5 4 4 18:17 19        
8. ნიუკასლი 13 5 3 5 21:16 18        
9. ასონ ვილა 13 4 5 4 15:18 17        
10. სტოკი 13 5 1 7 15:18 16        
11. ლივერპული 13 4 4 5 13:17 16        
12. ვესტ ბრომვიჩი 13 4 4 5 16:22 16        
13. ევერტონი 13 3 6 4 14:13 15        
14. ბლექბერნი 13 4 3 6 15:18 15        
15. ბლექპული 13 4 3 6 19:26 15        
16. ფულჰემი 13 2 8 3 13:13 14        
17. უიგანი 13 3 5 5 10:21 14        
18. ბირმინგემი 13 2 7 4 14:17 13        
19. ვულვზი 13 2 3 8 13:23 9        
20. ვესტ ჰემი 13 1 6 6 11:22 9

ბომბარდირები: 7 – ქეროლი (ნიუკასლი), მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 6 - ტ. კეჰილი (ევერტონი), ბენტი (სანდერლენდი), ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), ელმანდერი (ბოლტონი), დროგბა (ჩელსი); 5 –კალუ (ჩელსი), შამახი (არსენალი), ასამოა (სანდერლენდი), ტორესი (ლივერპული), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 4 — დევისი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნასრი (არსენალი), უოლკოტი (არსენალი), დემპსი (ფულჰემი). 


შოტლანდია. პრემიერლიგა. XIII ტური

დანდი-კილმარნოკი 1:1
გოლები: 0:1 სემონი (22), 1:1 რასელი (23)
ჰემილტონი-ინვერნესი 1:3
გოლები: 1:0 იმრე (29), 1:1 რუნი (49), 2:1 ჰეიესი (52), 3:1 რუნი (59)
ჰიბერნიანი-მოზერუელი 2:1
გოლები: 0:1 ბლექმენი (10-პენ), 1:1 რიორდანი (14), 2:1 რიორდანი (27)

რეინჯერსი-აბერდინი 2:0
გოლები: 1:0 მილერი (21), 2:0 ვეისი (32)
სენტ ჯონსტონი-ჰართსი 0:2
გოლები: 0:1 კაილი (64-პენ), 0:2 სტივენსონი (90)
სენტ მირენი-სელტიკი 0:1
გოლები: 0:1 ჰუპერი (90)

  თ   მ    ფ     წ      ბ        ქ
1. რეინჯერსი 13 11 1 1 31:13 34        
2. სელტიკი 13 11 0 2 32:9 33   
3. ჰართსი 13 7 2 4 20:13 23        
4. მოზერუელი 13 7 1 5 21:15 22        
5. ინვერნესი 13 6 3 4 20:14 21        
6. დანდი იუნ. 13 5 3 5 14:19 18        
7. კილმარნოკი 13 5 2 6 20:15 17        
8. ჰიბერნიანი 13 4 2 7 15:21 14        
9. სტ. მირენი 13 3 2 8 13:25 11        
10. სტ. ჯონსტონი 13 3 2 8 9:22 11        
11. აბერდინი 13 3 1 9 15:28 10       
12. ჰემილტონი 13 2 3 8 11:27 9

ბომბარდირები: 15 - მილერი (რეინჯერსი); 9 – ბლექმენი (მოზერუელი); 8 – ჰუპერი (სელტიკი), რუნი (ინვერნესი), სემონი (კილმარნოკი); 7 – გუდვილი (დანდი); 5 – ჰიგდონი (სენტ მირენი), ნეისმითი (რეინჯერსი), რიორდანი (ჰიბერნიანი), სტოკსი (სელტიკი); 4 – ელიოტი (ჰართსი), ჰერტლი (აბერდინი), ჰეიესი (ინვერნესი), მელოუნი (სელტიკი), ოდიამბო (ინვერნესი). 


პირველი ლიგა. XVI ტური
ბურნმუთი-უოლსოლი 3:0, ბრენტფორდი-მილტონი 0:2, ბრისტოლი-ლეიტონი 0:3, კერლისლი-საუთჰემპტონი 3:2, ექსეტერი-ნოთს ქაუნთი 3:1, ჰარტლპული-ბრაიტონი 3:1, ოლდჰემი-ჰადერსფილდი 1:0, პიტერბორო-ჩარლტონი 1:5, შეფილდი-როჩდეილი 2:0, სუინდონი-კოლჩესტერი 2:1, ტრანმერი-პლიმუთი 1:0, იეოვილი-დაგენჰემი 1:3

მეორე ლიგა. XVI ტური
ბერი-სტოკპორტი 0:1, ჩესტერფილდი-ბარტონი 1:2, ჯილინგემი-ქრუ 1:3, ჰერეფორდი-ჩელტენჰემი 1:1, მაკლსფილდი-ოლდერშოტი 2:0, მორკეიმბი-ლინკოლნი 1:2, ნორთემპტონი-პორტვეილი 0:0, როტერჰემი-ოქსფორდი 2:1, საუთენდი-ეკრინგტონი 1:1, სტივენიჯი-შრუსბერი 1:1, თორგუეი-ბერნეტი 1:1, უაიკომბი-ბრედფორდი 1:0

კონფერენსი. XIX ტური
ელტრინჩემი-ლუტონი 0:1, ბეროუ-უიმბლდონი 2:0, დარლინგტონი-ქროული 1:1, ისტბერნი-ნიუპორტი 1:1, ფლიტვუდი-რაშდენი 1:1, ფორესტ გრინი-მენსფილდი 2:1, ჰეიესი-გრიმსბი 0:3, ჰისტონი-კიდერმინსტერი 0:1, კეტერინგი-კემბრიჯი 2:2, საუთპორტი-ბათი 2:3, ტემუორთი-გეითსჰედი 1:1, იორკი-ვრექსჰემი 1:1  

 

 

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული