უკვე ოფიციალურად: გარეთ ბეილი პრემიერლიგის I ტურში არ ითამაშებს!

AutoSharing Option
15 აგვისტოს ლონდონური "ტოტენჰემის" პორტუგალიელმა თავკაცმა ანდრე ვილაშ ბოაშმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინგლისური პრემიერლიგის პირველ ტურში მის გუნდს უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი დააკლდება.

"ტოტენჰემი" "კრისტალ პალასს" ეთამაშება. ბეილის უთამაშებლობის ოფიციალური მიზეზი "მცირე ტრავმაა", რომელიც დაახლოებით ისეთია, როგორიც უეინ რუნის "ტრავმა" "მანჩესტერ იუნაიტედში".

"მან თითქმის მთელი წინასასეზონო შეკრება გამოტოვა, ამიტომაც ვერც "კრისტალ პალასთან" ითამაშებს.

მან კუნთი დაიჭიმა და ფეხში ტკივილს უჩიოდა - ლოგიკურია, რომ ის პირველ ტურს გამოტოვებს"
, - განაცხადა ვილაშ ბოაშმა.

შეგახსენებთ, რომ "კრისტალ პალასის" შემდეგ "ტოტენჰემი" თბილისს ეწვევა და
22 აგვისტოს "დინამოს" ეთამაშება.

ამასობაში ესპანური პრესა იუწყება, რომ ინგლისური კლუბი მზადაა, "რეალში" გაუშვას ბეილი, თუკი მის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს და ფაბიო კოენტრაოს მიიღებს.

ასევე იხილეთ:
გარეთ ბეილი: ლონდონის "ტოტენჰემში" აღარ ვითამაშებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული