როგორც ინგლისური პრესა წერს, "ტოტენჰემის" უელსელ უნივერსალ გარეთ ბეილს სანაკრებო შეკრებაზე განუცხადებია, რომ ლონდონურ კლუბში აღარ დაბრუნდება. შესაბამისად, ის არც "დინამოს" დაუპირისპირდება ევროპალიგის პლეი ოფში.
შეგახსენებთ, რომ ბეილის ყიდვა მადრიდის "რეალს" სურს და მასში 100-120 მილიონ ევროს იხდის, რაც ფეხბურთელის ტრანსფერში მსოფლიოს რეკორდია.
სხვათა შორის, ამას წინათ ფლორენტინო პერესმაც თავის გარემოცვას განუცხადა, რომ ბეილის ტრანსფერზე მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს.
ასევე იხილეთ:
ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ აგვისტოს ბოლოს გარეთ ბეილი მადრიდის "რეალში" გადავა