"სანდერლენდთან" 14 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ (0:3), სტადიონის გარეთ შეხლა-შემოხლა მოხდა. მაშინ სამართალდამცველებმა 30-მდე ადამიანი დააკავეს.
როგორც ჩანს, როჯერსონიც იმ ხულიგანთა შორის იყო, რომლებიც უწესრიგობებში მონაწილეობდნენ და პოლიციელებს რომ ვერაფერი შებედა, ჯავრი მის ცხენზე იყარა.
ასე იყო თუ ისე, ამ ვაჟბატონს კეთილშობილი შინაური ცხოველის განაწყენება არ შერჩება.