25 წლის ფრანგი, ვისაც საფრანგეთის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოსე ენრიკეს კონკურენტი იქნება და იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება ბევრ შეხვედრაში მიიღებს მინაწილეობას. სისოხო ინგლისურ კლუბში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ვამაყობ იმ მძიმე შრომით, რომელიც გავწიე იმისთვის, რომ ჩემი კარიერა ასე განვითარებულიყო.
ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთ დღესაც ისეთ ლეგენდარულ კლუბში ჩავირიცხებოდი, როგორიც "ლივერპულია". გამიმართლა, რადგან რამდენიმე უმაღლესი დონის კლუბში უკვე ნათამაშები მაქვს, მაგრამ "ლივერპული" სულ სხვა სიმაღლეა,"
ალიმ კარიერა 2008 წელს, "გენიონში" დაიწყო, მომდევნო სეზონში კი "სეტუბალში" გადავიდა და ამ გუნდის რიგებში იმდენად კარგად გაისარჯა, რომ უკვე 6 თვეში თავი "პორტუში" ამოყო.
გავიდა კიდევ 6 თვე და სისოხო უკვე "ლიონის" წევრი გახდა, სადაც 2012 წლამდე დარჩა. შემდეგ იყო "ვალენსია", რომლის რიგებშიც ფრანგმა 36 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
2009 წელს, "ლიონში" თამაშის დროს, სისოხომ "ენფილდზე" იასპარეზა. იმ დღეს "ოლიმპიკმა" მასპინძლებს 2:1 მოუგო.
ისევ სისოხო: "ამ საოცარ სტადიონზე თამაშის საშუალება ადრეც მომეცა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი. "ენფილდზე" მართლაც საოცარი გარემო იყო. ის საღამო დღემდე ძალიან კარგად მახსოვს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"