ვესტ ჰემი კლოზეს ვეღარ შესწვდება

AutoSharing Option
როგორც გაირკვა, მუნდიალის დაწყებამდე ფაქტობრივად გადაწყვეტილი ყოფილა მიროსლავ კლოზეს "ვესტ ჰემში" გადასვლა, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში შედეგიანმა ასპარეზობამ "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ფორვარდის აქციები საგრძნობლად ასწია და ლონდონური კლუბის თანამფლობელის, დევიდ სალივანის თქმით, დღეისათვის ამ ტრანსფერის განხორციელების ალბათობა ძალიან ნაკლებია.

"კლოზემ გერმანიაში ცუდი სეზონი ჩაატარა და "ბაიერნის" დატოვება სურდა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე თითქმის ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ მისმა წარმატებულმა თამაშმა ჩვენი გეგმები ფაქტობრივად, ჩაშალა", - აცხადებს სალივანი.

გასულ სეზონში კლოზემ "ბაიერნის" მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული