დევიდი და პორტსმუთი

AutoSharing Option
დევიდ ჯეიმსი "პორტსმუთის" ხელმძღვანელებთან დაილაპარაკებს და გადაწყვეტს დარჩება თუ არა გუნდში, რომელიც გასულ სეზონში პრემიერლიგიდან "ჩემპიონატში" გავარდა. ინგლისის ნაკრების მეკარე 1 აგვისტოს 40 წლისა ხდება. აქამდე მას "ფრეტონ პარკზე" კვირაში 40 ათას ფუნტს უხდიდნენ, თუმცა ახლა, გაკოტრებულ და დაჩაგრულ "პორტსმუთს" ასეთი ხელფასის გადახდის შნო აღარ აქვს და ცდილობს ჯეიმისი ჯამაგირის შემცირებაზე დაიყოლიოს. ასეთ პირობებში, რასაკვირველია, საინტერესოა აქვს თუ არა გოლკიპერს სხვა გუნდში გადასვლის შანსი.

რამდენადაც ცნობილია მისი გადაყვანა სურთ "ფულჰემს", "ტოტენჰემს", "ვესტ ჰემს" და "ვესტ ბრომვიჩს", მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ
ჯეიმსს მაინც "პორტსმუთში" დარჩენა ურჩევნიაო. გარდა ამისა, ჩამოთვლილ კლუბებს მხოლოდ თეორიულად აქვთ მეკარის შეძენის ინტერესი დადასტურებული, საქმიანი წინადადებით კი ჯერ არავისთვის მიუმართავთ. ჯეიმსის აგენტმა კოლინ გორდონმა თქვა: "დევიდის "პორტსმუთიდან" წასვლა გარდაუვალი სულაც არ არის".

"პორტსმუთის" ამბებიდან აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელის ნაკრების მცველით ტალ ბენ-ჰაიმით ბერძნული "პანათინაიკოსია" დაინტერესებული. ბენ-ჰაიმს თავიდან "ვესტ ჰემში" უნდოდა გადასვლა, მაგრამ იმაზე მეტი მოითხოვა ვიდრე ლონდონელები ვარაუდობდნენ და პორტსმუთის საწვეღნელ ცენტრში დაბრუნდა, სადაც ვაჯიშსაც შეუდგა. საინტერესოა, რომ 28 წლის მცველს კონტრაქტში ეწერა, რომ თუ "პორტსმუთი" პრემიერლიგიდან გავარდებოდა, მას თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭებოდ, თუმცა, განა გამორიცხულია თავისუფალი აგენტი არსად არ წავიდეს და კარიერა ძველ კლუბში გააგრძელოს?


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული