ძალიან მოსწონს მილანის "ინტერში" მოთამაშე მარიო ბალოტელი, რომელიც "იუნაიტედის" მეზობელ "მანჩესტერ სიტისაც" ძალიან მოსწონს. მაგრამ, ამასობაში "ინტერში" გამოჩნდება ვესლი სნეიდერი, რომელიც "იუნაიტედს" ბალოტელის პარალელურად მოეწონება და მილანელებს მის სანაცვლოდ 29 მილიონ ფუნტს ანუ თითქმის 44 მილიონ დოლარს შესთავაზებს. "ინტერი" გაოცდება, რადგან თუ მანჩესტერიდან რამეს ელოდა, მხოლოდ ბალოტელისთან დაკავშირებული წინადადება იყო და უცებ, სნეიდერის ამბავი...
როგორც ჰოლანდიელის აგენტი სორენ ლერბი ამბობს, ყველა მოლაპარაკება მისი კლიენტის ახალ გუნდში შესაძლო
თუმცა, როგორც მოგახსენეთ, საქმეში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაერთო და ეს ამბავი იტალიის ჩემპიონთა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც დაადასტურა. მილიონერმა თქვა:
"ვადასტურებ, რომ ვესლი სნეიდერის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" არის დაინტერესბული. ეს ნამდვილად არ გახლავთ ჭორი, მაგრამ არც მე ვაპირებ ფულს დავხარბდე და ჰოლანდიელის გაყიდვა ვიჩქარო. ისეთი თანხა, სნეიდერის გასხვისება რომ მომანდომოს ჩემთვის ჯერ არ შემოუთავაზებიათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მის გამოსვლას ვაკვირდები და მსურს თავად გავუხანგრძლივო ხელშეკრულება. მინდა სნეიდერი უახლოეს წლებში ჩვენთან დარჩეს".
და ბალოტელისთან დაკავშირებით რაღა ხდება? ვერ გეტყვით, რამდენად დიდი ვარსკვლავია ბალოტელი, მაგრამ მორატიმ ფასად 45,3 მილიონი დოლარი რომ დაადო ნამდვილია და შესაძლოა ცოტა გასაკვირიც. არ არის გამორიცხული ასეთი თანხის გამოცხადებისკენ იტალიელებს მყიდველის სახელმაც უბიძგა - კლუბი, რომელმაც პირველმა მოინდომა ამ აფრო-იტალიელის გადაბირება "მანჩესტერ სიტი" გახლდათ, შემდეგ კი ვაჭრობაში "იუნაიტედიც" ჩაერთო.
"ინტერის" ტექნიკური დირექტორი მარიო ბრანკა: "ბალოტელის შეძენის სურვილი "სიტიმ" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოხატეს, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, რადგან მოლაპარაკებები მეტისმეტად ადრეულ ეტაპზეა. დღესდღეობით ბალოტელი "ინტერის" ფეხბურთელია, თუმცა მისი მომავალი მსჯელობის საგანია".
თავად "იუნაიტედმა" კი უარყო ხმები, თითქოს მისი მარცხენა მცველი პატრის ევრა "იუვენტუსში" ან "ბარსელონაში" მიდის. ევრა, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების სკანდალის ცენტრში იყო. "იუნაიტედმა" მას შვებულება ერთი კვირით გაუხანგრძლივა, თუმცა, იქვე დასძინა, რომ ეს "სკანდალებთან" არანაირ კავშირში არ არის და მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელის გადაღლით გახლავთ განპირობებული - გასულ სეზონში ფრანგ მცველს 60 მატჩიანი მარათონი ჰქონდა. მეტიც, "იუნაიტედში" ფიქრობენ, რომ "ოლდ ტრეფორდი" ფრანგული ინტრიგებისგან დასამალავად საუკეთესო ადგილია და ევრა ფეხბურთის თამაშით უმალ აქ ისიამოვნებს, ვიდრე სამშობლოში. "მანჩესტერ სიტის" ვეტერანმა პატრიკ ვიეირამ კი, მოგეხსენებათ, განაცხადა, რომ ფრანგთა ეროვნული გუნდის ახალმა თავკაციმა ლორან ბლანმა რომც გამოიძახოს ნაკრებში აღარასოდეს ითამაშებს და კარიერის დარჩენილ ნაწილს მხოლოდ და მხოლოდ ისტლენდელთა გუნდს მიუძღვნის.
და ბოლოს, მანჩესტერული ამბებიდან კიდევ ამის თქმა შეიძლება: "სიტიმ" კოშიცეს MFK-დან სლოვაკი ფეხბურთელი ალბერტ რუსნაკი იყიდა. რუსნიაკმა რობერტო მანჩინის გასინჯვებზე მოაწონა თავი.