სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ფეხბურთელმა "ევერტონს" ერთწლიანი იჯარით მიაშურა. ტრანსფერის შემდეგ ჩემპიონატში მერსისაიდელთა პირველი მეტოქე სწორედ "ჩელსი" იყო, რომელთანაც თავდამსხმელმა კონტრაქტით შეთანხმებული პირობების გამო ვერ ითამაშა.
ასე რომ, ლუკაკუ "გუდისონ პარკზე" დებიუტს ჯერ კიდევ ელოდება. ფეხბურთელმა ვიდეოინტერვიუ დასავლეთლონდონელთა ვებგვერდს მისცა, სადაც ახალ კლუბში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა:
"ევერტონი" ძლიერი გუნდია. აქ გატარებული ერთი წელიწადი ჩემი
უმთავრესი, რაც აქ შეიძლება ვისწავლო, ეს არის გუნდთან ადაპტაციის უნარი და ის, რომ მეტოქის კართან ახლოს მყოფმა გადაწყვეტილება მომენტალურად უნდა მივიღო. აი, რატომ ვარ აქ. "ევერტონში" აუცილებლად მომეცემა იმ ცოდნის დახვეწის შესაძლებლობა, რომელიც შარშან "ვესტ ბრომვიჩში" ავითვისე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუკაკუმ ლონდონის "ჩელსის" "რომასთან" გამარჯვება მოუტანა [VIDEO]