დროგმამ მალარია ვერ მოირჩინა

AutoSharing Option
კოტ დ’ივუარის ნაკრების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ დიდიე დროგბას კვლავ მალარია სჭირს. მოგეხსენებათ, „ჩელსის“ 32 წლის თავდამსხმელი პრემიერლიგის კლუბმა გასულ კვირას „სანდერლენდის“ წინააღმდეგ ჩვეულებრივად ათამაშა, რადგან ლონდონელ ექიმებს ის სრულიად გამოჯანმრთელებულად მიაჩნდათ, მაგრამ ჩავიდა თუ არა ვარსკვლავი ეროვნული გუნდის ბანაკში, იქაურმა მედიკოსებმა თამაში აუკრძალეს - სპილოს ძვლის ნაპირთა ნაკრებმა პოლონეთში 3:1 წააგო.

აფრიკელების ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია: „ფეხბურთელს ჩავუტარეთ ტესტები და დადგინდა, რომ იგი მალარიით არის ავად. შესაბამისად, იგი პოლონეთის ნაკრებთან შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა“.

შაბათს „ჩელსის“ ბირმინგემის „სენტ ენდრიუზე“ აქვს თამაში, თუმცა,
კოტ დ’ივუარელთა ასეთი განცხადების შემდეგ მას, რასაკვირველია, ჯერ კარგად გამოიკვლევენ და მხოლოდ მერე გადაწყვეტენ ათამაშონ თუ არა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული