აი, ახლა კი, მოდი, ამ „თუ“-ზე ვილაპარაკოთ: მე-14 ტურს სწორედ „არსენალი“ ხსნის - „ტოტენჰემს“ ეთამაშება - ესეც თქვენ ლონდონური
და რას გვეუბნება ამ დროს სტატისტიკა? სტატისტიკა ამბობს, რომ „არსენალმა“ „სფურზს“ ამ სეზონში ერთხელ უკვე მოუგო - ლიგის თასის მესამე ეტაპზე, 4:1 - ხოლო ჩემპიონატის შეხვედრებში, მთელი 11 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ამ შეხვედრაში საინტერესოა, რას იზამს „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ფრანგი უილიამ გალასი, რომელსაც 2006 წლიდან „მეთოფეთა“ გუნდში დიდებული პერიოდი აქვს გატარებული, მაგრამ ახლა „სფურზის“ წევრია და „ემირეიტ სთედიუმზე“ მეტოქედ ბრუნდება.
„სფურზის“ შემადგენლობაში ბრუნდება გამოჯანმრთელებული ჯერმაინ დეფო, რომელსაც კოჭის ტკივილის გამო მთელი თვე გაუცდა. მყესის რტავმას სავარაუდოდ დაძლევს აარონ ლენონი, ნიკო კრანჩარი კი ვერ ითამაშებსო, ასე თქვეს „დეზებიანთა“ ექიმებმა.
„ჩელსი“, როგორც გითხარით ბირმინგემში მიდის იქაურ „სიტისთან“ სათამაშოდ. მასპინძლებმა, შეიძლება, სასტარტო შემადგენლობაში ლი ბოიერი ათამაშონ. ის, სავარაუდოდ, „სიტისთან“ დაშავებული კრეიგ გარდნერის ადგილს დაიკავებს. არ არის გამორიცხული ალექს მაკლიშმა გარდნერი თამაშის წინ ექიმებს შეამოწმებინოს და თუ ნებას დართავენ, ათამაშოს.
„ჩელსის“, მოგეხსენებათ, დაცვაში აქვს პრობლემა - დაშავებულები არიან ჯონ ტერი და ალექსი, ნახევარდაცვაში არ იქნება ფრენკ ლემპარდი, ხოლო თავდამსხმელ დიდიე დროგბას მალარია სჭირს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ „უიგანს“ მასპინძლობს და ამ შეხვედრაში შეიძლება მოედანს უეინ რუნი დაუბრუნდეს. რუნი „იუნაიტედის“ შემადგენლობაში ბოლოს ოქტიმბერში, „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრაში ნახეს, ისიც ცოტა ხნით. მას მერე, ფორვარდმა მანჩესტერის გუნდთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი - კვირაში 250 ათას ფუნტს მიიღებს - და სამკურნალოდ ამერიკას გაეშურა.
„არა მგონია ის თავიდანვე ვათამაშო - უთხრა მანჩესტერელთა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა რადიო Key 103-ს - თუმცა, შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგაში „რეინჯერსთან“ აუცილებლად ვათამაშებ“.
საეჭვოა რაიან გიგზისა და რაფაელის თამაშის ამბავიც.
„მანჩესტერ სიტი“ კვირას ესტუმრება „ფულჰემს“. „სიტიში“ განსაკუთრებული სიახლე არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ადამ ჯონსონი, რომელზეც ერთი ხნის წინ ამბობდნენ, გუნდიდან გაქცევას აპირებსო, ისტლენდელებს ერთგულებას ეფიცება.
„ლივერპული“ „ვესტ ჰემს“ მასპინძლობს. მერსისაიდელებს დიდი პრობლემა აქვთ: კაპიტანი სტივენ ჯერარდი გამოაკლდათ და თან დიდი ხნით. ლუკასი ერთი მატჩით დისკვალიფიცირებულია - წინა ტურში „სტოკთან“ 2:0 წაგების სღეს იგი მოედნიდან გააძევეს. სამი თამაში გამოსტოვა და საქმეს უბრუნდება გლენ ჯონსონი, შესაძლოა ფაბიო აურელიოც ვიხილოთ. ვერ იქნება ჯო კოული, რომელსაც ორთავა კუნთი სტკივა.
დღეს
არსენალი-ტოტენჰემი 16:45
ბირმინგემი-ჩელსი 19:00
ბლექპული-ვულვზი 19:00
ბოლტონი-ნიუკასლი 19:00
მანჩესტერ იუნაიტედი-უიგანი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 19:00
ლივერპული-ვესტ ჰემი 21:30
ხვალ
ბლექბერნი-ასტონ ვილა 17:30
ფულჰემი-მანჩესტერ სიტი 20:00
ზეგ
სანდერლენდი-ევერტონი 24:00
1. ჩელსი 13 9 1 3 28:8 28
2. არსენალი 13 8 2 3 26:12 26
3. მანჩესტერი 13 6 7 0 26:15 25
4. სიტი 13 6 4 3 15:10 22
5. ბოლტონი 13 4 7 2 21:19 19
6. სანდერლენდი 13 4 7 2 15:13 19
7. ტოტენჰემი 13 5 4 4 18:17 19
8. ნიუკასლი 13 5 3 5 21:16 18
9. ასონ ვილა 13 4 5 4 15:18 17
10. სტოკი 13 5 1 7 15:18 16
11. ლივერპული 13 4 4 5 13:17 16
12. ვესტ ბრომვიჩი 13 4 4 5 16:22 16
13. ევერტონი 13 3 6 4 14:13 15
14. ბლექბერნი 13 4 3 6 15:18 15
15. ბლექპული 13 4 3 6 19:26 15
16. ფულჰემი 13 2 8 3 13:13 14
17. უიგანი 13 3 5 5 10:21 14
18. ბირმინგემი 13 2 7 4 14:17 13
19. ვულვზი 13 2 3 8 13:23 9
20. ვესტ ჰემი 13 1 6 6 11:22 9
ბომბარდირები: 7 – ქეროლი (ნიუკასლი), მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 6 - ტ. კეჰილი (ევერტონი), ბენტი (სანდერლენდი), ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), ელმანდერი (ბოლტონი), დროგბა (ჩელსი); 5 –კალუ (ჩელსი), შამახი (არსენალი), ასამოა (სანდერლენდი), ტორესი (ლივერპული), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 4 — დევისი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნასრი (არსენალი), უოლკოტი (არსენალი), დემპსი (ფულჰემი).