ლივერპული ჯერარდის ტრავმამ განარისხა

AutoSharing Option
„ლივერპულის“ განრისხებული ხელმძღვანელობა სტივენ ჯერარდის ტრავმის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან ნახევარ მილიონ ფუნტზე მეტს ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ჯერარდი ოთხშაბათს ინგლისისა და საფრანგეთის ამხანაგურ შეხვედრაში სერიოზულად დაშავდა.

მერსისაიდელთა პრეტენზია იმან გამოიწვია, რომ ისინი ნაკრების ხელმძღვანელებთან გარიგებულები იყვნენ - იმ დღეს ჯერარდს მხოლოდ 60 წუთი უნდა ეთამაშა, ფაბიო კაპელომ კი იგი მოედანზე ბოლომდე დატოვა - მხოლოდ 85-ე წუთზე შეცვალა, ისიც იმიტომ, რომ დაშავდა. საიდან გამოიყვანეს თანხა, რომელიც „წითლებს“ ასოციაციისგან უნდათ? ჯერარდის ხელფასიდან. „ლივერპულის“ კაპიტანი კვირაში 120 ათას ფუნტს იღებს და კლუბის ხელმძღვანელებს უნდათ,
იმ პერიოდის ხელფასი, რომელიც მას ასოციაციის გამო გაუცდება, ასოციაციამ გაუსტუმროს კიდეც.

სტივენ ჯერადს სავარაუდოდ შემდეგი თამაშები გაუცდება: 20 ნოემბერს „ვესტ ჰემთან“, 28 ნოემბერს „ტოტენჰემთან“, 2 დეკემბერს „სტიაუასთან“, 4 დეკემბერს „ასტონ ვილასთან“, 11 დეკემბერს „ნიუკასლთან“ და 15 დეკემბერს „უტრეზტთან“.




 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული