ინგლისური ფეხბურთის ხულიგნების სტატისტიკა

AutoSharing Option
ინგლისელი საფეხბურთო გულშემატკივრები და ხულიგნობა 25-30 წლის წინ ლამის იდენტური ცნებები იყო. ასეთი "ავტორიტეტი" კუნძულელებმა მუხლჩაუხრელი შრომითა და ჯაფით მოიპოვეს.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში ეს ტენდენცია აღარ შეინიშნება. შემორჩენილი ბრიტანელი საფეხბურთო ხულიგნები იმდენნივე არიან, რამდენნიც სხვა ქვეყნებში. ყოველ შემთხვევაში, ევროპაში მათი სახელი ძველებურად აღარ ქუხს. ინგლისურმა პოლიციამ იმ პირთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით, დროებით ან სულაც სამუდამოდ აქვთ აკრძალული ფეხბურთზე დასწრება. ჩვენ მხოლოდ "ლიდერთა" სიას შემოგთავაზებთ.

პირველ ადგილზე "კარდიფია" - "არწივების" 121 მხარდამჭერს აქვს გამოტანილი მსგავსი განაჩენი. მას
კვალში მისდევს "ჩელსი" - 110, "მანჩესტერ იუნაიტედი" - 91, "მილუოლი" და "ვესტ ჰემი" - 65-65, "მანჩესტერ სიტი" - 48, "ჰალ სიტი" - 47, "ლივერპული" - 39.

თამაშის დღეს არეულობების მოწყობისთვის დაკავებულთა სარეკორდო რაოდენობით "ნიუკასლი" დღემდე ერთპიროვნული ლიდერია - 175. შემდეგ მოდიან "მანჩესტერ იუნაიტედი" - 145, "ლიდსი" - 101, "მანჩესტერ სიტი" - 95, "მილუოლი" - 67, "ვესტ ჰემი" - 66, "არსენალი" - 53, "ნოტინგემ ფორესტი" - 38, "ლივერპული" - 36, "ტოტენჰემი" - 32.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული