სტივის თქმით, მთავარია, მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება მოახერხოს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სეზონი "ევერტონზე" მაღლა დაამთავროს. ვეტერანი უარს არ ამბობს უფრო სერიოზული ამოცანებისთვის ბრძოლაზე, თუმცა ამ ეტაპზე თანახმაა, მინიმუმსაც დაჰყაბულდეს. აი, რას ამბობს ის:
- ჩემი ბავშვობისდროინდელი უსაყვარლესი კლუბის კაპიტანი ვარ. "ლივერპულის" ნებისმიერ თანამშრომელთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ჩემს აზრს, პრაქტიკულად, ყველა უწევს ანგარიშს, მიუხედავად
ფეხბურთელები გულშემატკივარს იმედებს ხშირად ვუცრუებდით, რაც ძნელად თუ გვეპატიება. შანსი, რომ ფანებს ის სიხარული ვაჩუქოთ, რასაც იმსახურებენ, ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, ყოველი წარუმატებლობის შემდეგ გავითვალისწინოთ დაშვებული შეცდომები. ჩვენს მონდომებას გულშემატკივრები თამაშის შემდეგ ალბათ გრძნობენ კიდეც.
პირად პასუხისმგებლობას ყოველთვის ნათლად ვგრძნობ, როცა მოედანზე გავდივარ. ვცდილობ, არ ვილაპარაკო პრემიერლიგაში გამარჯვების შანსებზე. სიმართლე რომ გითხრათ, რეალობის გათვალისწინებით, ოქროს მედალი უმთავრესი მიზანი ნამდვილად არ არის. მთავარია, სეზონი ჩემპიონთა ლიგის ზონაში და უპრინციპულეს მეტოქეებზე ზემოთ დავასრულოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სტივენ ჯერარდი: ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდეთ