ჟოზე მოურინიო: ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გოლკიპერი გვყავს [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-8 ტურში ლონდონის "ჩელსიმ" 4:1 გაანადგურა "კარდიფ სიტი".

არადა, ანგარიში საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში უელსელებმა გახსნეს, მე-11 წუთზე დავიდ ლუისმა ბურთი გაატარა, მას ჯორდონ მატჩი დაეუფლა და გაიტანა.

კიდევ უფრო უცნაური 33-ე წუთზე გატანილი ბურთი იყო, სამუელ ეტოომ მოპარა ბურთი მეტოქის მეკარეს და ედენ აზარს გაატანინა.

მე-2 ტაიმი დაიწყო და ეტოომ (66-ე წუთი) მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

"ჩელსი" ოსკარმა შორეული დარტყმით კიდევ უფრო წინ გაიყვანა, შემდეგ კი საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ბელგიელმა აზარმა დუბლი შეასრულა.

ამ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო
"ჩელსის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ, რომელმაც დარჩენილ შეხვედრას "ჩელსის" ფანებთან ერთად უყურა.

"ჩელსი" 17 ქულით მე-2 ადგილზეა.

ამ შეხვედრაში პეტრ ჩეხმა პრემიერლიგის მე-300 მატჩი ითამაშა, ჟოზე მოურინიომ კი მას მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი უწოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
არსენალმაც მაგარი თამაში ჩაატარა გუშინ!
guga
13:45 20-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული