2009 წელს სერბეთს, საიდანაც წარმოშობითაა ვიდიჩი, ალბანეთთან სადავო ტერიტორიის გამო კონფლიქტი მოუვიდა.
საკუთარ ბიოგრაფიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი წერს, რომ ნემანია მზად იყო, საომრად წასულიყო.
"ნემანია სერბეთის უკომპრომისო პატრიოტია. 2009 წელს ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: "შესაძლოა გამომიძახონ". მე შევწუხდი, რადგან იმ დროს ნაკრებების თამაში არ იყო და დავინტერესდი, რაში იყო საქმე. "კოსოვოში საომრად წავალ. ეს ჩემი ვალია" - მიპასუხა ნემანიამ.
მომზადებულია Manchester Evening News-ის მიხედვით